ოდესმე გიგრძვნიათ, რომ მოულოდნელად თქვენს ცხოვრებაში წარუმატებლობა ჩვეულებრივზე უფრო მეტად გაიზარდა? რა მოხდება, თუ ამ წარუმატებლობის ფესვები თქვენი საყვარელი ოთახის მცენარეშია?
დღეს გიამბობთ, რომელი მცენარეების ქონა შეიძლება სახლში და რომელი უნდა გაიტანოთ სადარბაზოში ან საერთოდ თქვენი ბინიდან შორს, რომ მუდმივი წარუმატებლობა მოიშოროთ და ცხოვრების თეთრ ზოლზე დაბრუნდეთ.
მცენარეები სახლისთვის
მავნე ოთახის მცენარეები
1. ცოტამ თუ იცის, რომ ელეგანტური დეკემბერა უძველესი დროიდან მავნე მცენარედ ითვლებოდა.
რწმენის მიხედვით დეკემბერა, რომლის ყვავილობა სერიოზულად იგვიანებს, მისი მფლობელის ავადმყოფობას და წარუმატებლობას წინასწარმეტყველებს. მცენარე, რომელიც საერთოდ არ აყვავილდა, ოჯახში ოთანხმოებას, ხშირ კონფლიქტს და განქორწინებას გვპირდება. ამის გამო ხალხმა მას ქმრის გამქცევი უწოდეს.
2. კიდევ ერთი მცენარე, რომლის სწრაფად მოშორება ღირს, – დეკორატიული გვიმრა.
ეზოტერიკები ამ მცენარეს ენერგეტიკულ ვამპირს უწოდებენ და ირწმუნებიან, რომ სახლში ქონისას მისი მფლობელი სხვებზე უფრო ხშირად იგრძნობს სისუსტეს, ძალების ნაკლებობას და უმიზეზო აპათიას.
რაც შეეხება რეალურ საფრთხეს, გვიმრა საკმაოდ ძლიერი ალერგენების მატარებელია, რამაც შეიძლება მასზე მგრძნობიარე ადამიანს სერიოზული ზიანი მიაყენოს.
3. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის აღიარება, ბევრისთვის საყვარელი კაქტუსი ოთახის არც თუ ისე სასიამოვნო მეზობელია (განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგოებისთვის).
თუ რწმენას დავუჯერებთ, მცენარე ახალგაზრდა მფლობელის პირად ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ქალის ბედნიერებას ანადგურებს.
თუ საყვარელ ქოთანთან განშორება არ გსურთ, საძინებელი ოთახიდან რაც შეიძლება შორს გაიტანეთ (მაგალითად, სამზარეულოში ან შემოსასვლელ ოთახში).
სასარგებლო მცენარეები სახლისთვის
1. კრასულა ან ფულის ხე (როგორც მას ხალხში უწოდებენ) მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი და საყვარელი მცენარეების სიაშია.
ითვლება, რომ კრასულა სახლში სიმდიდრეს და კეთილდღეობას იზიდავს, თუ მცენარეს სწორად დარგავთ და მასზე კარგად იზრუნებთ.
სიტყვაზე, ფულის ხის სწორად დარგვაზე: ქოთანი აუცილებლად წითელი ფერის უნდა იყოს, ხოლო მიწაში (სულ ძირში) რამდენიმე სამეული მსხვილი მონეტა უნდა ჩარგოთ.
2. ფული ფულს, მაგრამ ჯანმრთელობაზეც უნდა იზრუნოთ. ამაში ალოეს მსგავსად სხვა ვერც ერთი მცენარე ვერ დაგეხმარებათ.
ალოე არა მხოლოდ დიდ სარგებელს მოგიტანთ, არამედ სახლში ზოგად ატმოსფეროზეც დადებით გავლენას მოახდენს.
3. ბოლოს გირჩევთ, რომ სახლში იქონიოთ კიდევ ერთი მშვენიერი მცენარე, როგორიცაა სპატიფილუმი (ხალხში „ქალურ ბედნიერებას“ უწოდებენ).
ამბობენ, რომ აყვავებულ სპატიფილუმს სახლში ბედნიერება და ურთიერთგაგება მოაქვს. სწორედ ამიტომ, მშვიდად და საყვარელ ადამიანთან თანხმობაში ცხოვრების მსურველებმა ამ მცენარის შეძენაზე უნდა დაფიქრდნენ.
დავუჯეროთ ცრურწმენებს და სახლიდან საყვარელი მცენარეები გავიტანოთ თუ არა, ეს თქვენი პირადი საქმეა. ჩვენი საქმეა საინტერესო ინფორმაცია და სასარგებლო აღმოჩენები გაგიზიაროთ. საკუთარ საქმესა და წამოწყებებში წარმატებებს გისურვებთ!