ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები მიიჩნევდნენ ჭარხალს სამკურნალო საშუალებად. დაუსრულებლად შეიძლება ვისაუბროთ, თუ რა სარგებლობა მოაქვს ჭარხალს ორგანიზმისთვის. ის შეიცავს კალცს, რკინას, ცელულოზას, მაგნიუმს, კალციუმს, ვიტამინ A და C-ს.
ჭარხალი ზრდის ჰემოგლობინს, კურნავს გასტრიტს, არეგულირებს წნევას და აგრეთვე ებრძვის უმადობას.
ექიმები გვირჩევენ, რომ ჭარხალი მიიღოთ უმი სახით. ძალიან რთული შესაჭმელია, ამიტომ შემოგთავაზებთ უგემრიელესი სალათის რეცეპტს. .
ეს მარტივი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სალათი მზადდება უმი ჭარხლისგან.
საჭირო იგრედიენტები:
- ჭარხალი 1 ცალი
- კაკალი 100 გრ
- ნიორი 3 კბილი
- სტაფილო 1 ცალი
- მაიონეზი 3 ს. კ.
მომზადების წესი:
- სტაფილო და ჭარხალი გაფცქვენით და გახეხეთ.
- ბოსტნეულის ნაზავს დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი.
- დაამატეთ გატარებული ნიგოზი, მაიონეზი, მარილი და ნაზად აურიეთ.
- სალათა გამოდის უგემრიელესი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.
მიირთვით ეს ჯანსაღი საკვები რეგულარულად, რათა მოამარგოთ სხეული მისი გამართული მუშაობისათვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით, მოიწესრიგოთ პრაქტიკულად ყველა შინაგანი ორგანოსა და სისტემის მუშაობა, გაიუმჯობესოთ კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა.