მიირთვით დაფნის ნახარში, რათა დაამარცხოთ სახის შეშუპება და გმოდევნოთ ზედმეტი სითხე

0
1390

რამდენიმე კილოგრამი შეგიძლიათ დაიკლოთ ყოველგვარი დიეტის გარეშე, თუ გამოიყენებთ შარდმდენ საშუალებებს და ორგანიზმიდან გამოდევნით ზედმეტ წყალს.

სწორი კვება გამორიცხავს შემწვარ, ცხიმიან და ძალიან მარილიან საკვებს. მარილი აუცილებელია წყლის ასიმილაციისთვის, მაგრამ როცა ის დიდი რაოდენობით არის მიღებული, წყალი არ იწოვება და ვითარდება შეშუპება.

ორგანიზმში წყლის დისბალანსისა და ჭარბი წყლის გამო, ცხიმის ფენა არათანაბრად იზრდება, ყოველივე ამის შედეგად კი ჩნდება ცელულიტი.

ამ ტიპის სიმსუქნე იშვიათი არ არის და ადვილად მოსაგვარებელია. ამისათვის საჭიროა გამოვიყენოთ ბუნებრივი შარდმდენი საშუალებები. ისინი გამოყოფს ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, ხსნის შეშუპებას და არეგულირებს წყლის ცვლის პროცესს. სხეული შეიძლება შეიცავდეს 4 ლიტრამდე წყალს. მის გამოძევებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

უამრავ ნატურალურ პროდუქტს აქვს შარმდენი თვისება. მაგ: ლიმონი, ჯანჯაფილი, საზამთრო. დაფნის ფოთოლი საუკეთესო შარდმდენი საშუალებაა. მწვანე ჩაი და დაფნის ფოთლის ჩაი უებარი საშუალებაა მოდელებისა და ცნობადი სახეებისთვის, რომლებიც აუცილებლად მოკლე დროში უნდა ჩადგნენ ფორმაში.

შემოგთავაზებთ გასახდომი ჩაის რეცეპტს

საჭირო იგრედიენტები:

  • წყალი 800 მლ
  • დარიჩინის 1 ჯოხი
  • მწვანე ჩაი 3 ს. კ.
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი

აადუღეთ წყალი, დაამატეთ ყველა იგრედიენტი, დაახურეთ თავი  და დატოვეთ 15 წუთი. მომზადებული ნაყენი გაფილტრეთ და მიიღეთ 3-ჯერ დღეში. დილით ცარიელ კუჭზე, სადილამდე და ძილის წინ. პროცედურა ჩაიტარეთ 1 კვირის განმავლობაში. გასახდომი ჩაი შეიძლება გაიმეოროთ 2 თვეში ერთხელ.

დაფნის ფოთოლი და მწვანე ჩაი უძლიერესი შარდმდენი საშუალებებია. სასმელს დარიჩინი არომატს აძლევს, საოცარი სუნია აქვს და მადასაც აქვეითებს.

ამრიგად, ჩაი გაგათავისუფლებთ ჭარბი წონისგან და ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ წყალს.

მოამზადეთ ეს უმარტივესი საშუალება და დატკბით თქვენი სილამაზით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here