როგორ ავირიდოთ თავიდან სითხის შეკავება, რათა არ განვითარდეს შეშუპება

უამრავი მიზეზი არსებობს, რაც იწვევს ორგანიზმში სითხის დაგროვებას. დღევანდელ სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე და მისი გადაჭრის სხვადასხვა გამოცდილს გზებზე. დიდი იმედი მაქვს, ს ინფორმაცია გამოგადგებათ.

რა იწვევს სითხის შეკავებას?

  • როდესაც კაპილარების შიგნით წნევა იცვლება ან კაპილარების კედლები ზედმეტად გამტარი ხდება, წყალი რჩება ქსოვილებში და შედეგად იწვევს შეშუპებას;
  • თუ ლიმფურ სისტემაში ძალიან ბევრი სითხეა, ჭარბი სითხე ქსოვილებში რჩება, შედეგად იწვევს ანთებასა და შეშუპებას;
  • ორგანიზმში სითხის შეკავებას იწვევს გულის უკმარისობა, სისხლის შეფერხებული მიმოქცევა;
  • ცილის ხანგრძლივი დეფიციტი;
  • B ჯგუფის ვიტამინებისა და C ვიტამინის დეფიციტი;
  • ღვიძლის უკმარისობა;
  • პასიური ცხოვრების წესი;
  • მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ჰორმონებს, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე ბეტა-ბლოკატორები.

სტატიაში შემოგთავაზებთ 5 მეთოდს, რომელთა დახმარებით  შეძლებთ აირიდოთ ზედმეტი სითხის დაგროვება.

1. შეზღუდეთ მარილი

შეზღუდეთ მარილის მოხმარება და ერთი კვირის შემდეგ, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, შეძლებთ ზედმეტი სითხის გამოდევნას. მარილის ჭარბად მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევა და სხვა სერიოზული პრობლემები. რეკომენდებულია, გამოიყენოთ ზღვის ან ჰიმალაის მარილი.

2. შეამცირეთ ყავის მიღება

დღის განმავლობაში დალიეთ 1-2 ფინჯანი ყავა. რეკომენდებულია, მიიღოთ შარდმდენი ბალახების: ბაბუაწვერას, ნიახურის თესლის, დათვისკენკრას ჩაი.

3. უმი საკვები

არსებობს უამრავი პროდუქტი, რომელთაც აქვს შარდმდენი ეფექტი და ხელს უწყობს შარდის გამომუშავებას. მიირთვით უმი საკვები, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს,  შარდმდენ მინერალს.

კვებათა შორის მიირთვით ბანანი, მარწყვი, ატამი, გარგარი, სტაფილო, ხახვი, კამა, ცერეცო, ოხრახუში, ნიახური, სალათის ფურცლები.

4. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი ცნობილია შარდმდენი თვისებებით და კოფეინის დაბალი შემცველობით.

5. ნატურალური სმუზები

შემოგთავაზებთ სმუზის რეცეპტს, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს ორგანიზმში დაგროვილი სითხის გამოდევნას.

სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნახევარი გრეიფრუტი ან 1 ცალი ფორთოხალი
  • ვაშლი 1 ცალი
  • კამისა (შეგიძლიათ გამოიყენოთ ცერეცო) და ოხრახუშის რამდენიმე ღერო
  • გაფილტრული წყალი 300 მლ

რატომ ეს ინგრედიენტები?

გრეიფრუტი და ფორთოხალი შეიცავს კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს გულისცემისა და არტერიული წნევის კონტროლს ნატრიუმის ზემოქმედების საწინააღმდეგოდ.

ვაშლი შეიცავს პექტინს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ტოქსინების დაშლას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციონირებას, ამცირებს შეშუპებას.

ცერეცო, კამა და ოხრახუში უძლიერესი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქვს შარდმდენი ეფექტი.

მომზადებისა და მიღების წესები:

  • მოცემული ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  • რეკომენდებულია, შემოთავაზებული სმუზის 1 ჭიქა მიიღოთ ყოველ მესამე დღეს. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

თუ გული ან თირკმელები გაწუხებთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და აირიდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უსიამოვნო პრობლემები. გისურვებთ ჯანმრთელობას!