ვაშლის გემრიელი ღვეზელი კეფირით. ჩემს ოჯახში საკმარისი არასდროსაა

უმარტივესი და უგემრიელესი ვაშლის ღვეზელი, რომელიც დილითაც კი შეგიძლიათ მოამზადოთ და ოჯახის წევრები გაახაროთ. მისი მომზადება დამწყებ დიასახლისებსაც კი მარტივად შეუძლიათ.

საოცარი არომატით გაჯერებული ღვეზელი ფაფუკი და რბილია. შეგიძლიათ ვაშლს გემოსთვის დაამატოთ დარიჩინი. ამ ორი პროდუქტის კომბინაცია კლასიკური და უკვდავია.

საჭირო იგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • კეფირი 1 ჭიქა
  • კარაქი 50 გრ
  • ვანილი
  • ფქვილი 1 ჭიქა
  • სოდა ნახევარი ჩ. კ.
  • მარილი მწიკვით
  • ვაშლი 2 ცალი
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი, კეფირი და კარაქი.

2. დაამატეთ ფქვილი და სოდა. კარგად აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

3. ვაშლი გათალეთ და დაჭერით თანაბარ ნაჭრებად.

4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, გადაიტანეთ ცომის ნახევარი და ლამაზად მოაწყვეთ ვაშლის ნაჭრები, ზემოდან მოაყარეთ ცოტა შაქარი და თანაბრად დაიტანეთ დარჩენილი ცომი.

5. 40 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გაციების შემდეგ დაფარეთ შაქრის ფხვნილით.

ცომის მომზადებისთვის დაგჭირდებათ 7-10 წუთი, ნამცხვარი შედეთ ღუმელში და თქვენი საქმე გააგრძელეთ. დაახლოებით ერთ საათში უგემრიელესი, საოცრად ფუმფულა ღვეზელი შეგიძლიათ მიართვათ საყვარელ ადამიანებს და დღე დაიწყოთ ლამაზად.