დაიწყეთ დილა ამ საუზმეთი, რათა მუცელი ქრონიკულად გაბერილი აღარ გქონდეთ

ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ საუზმეს ძალიან დიდი სარგებლობა მოაქვს თქვენი ორგანიზმისთვის. მისი წყალობით შეძლებთ მუცლის ცხიმების მოშორებას,  გაიუმჯობესებთ თმისა და კანის მდგომარეობას, ხელს შეუწყობთ მეტაბოლიზმის ასწრაფებას, გაიძლიერებთ იმუნურ სისტემას, შეძლებთ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, გაიწმენდთ ნაწლავებს, გათავისუფლდებით ყაბზობისგან და ზედმეტი კილოგრამებისგან.

ჯანსაღი საუზმის წყალობით შეძლებთ თვეში 2,5-3 კგ დაკარგვას. განსაკუთრებით ეფექტურია მუცლის მიდამოებში არსებული ცხიმების მოსაშორებლად. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადგილებში ზედმეტი კილოგრამების მოშორება ყველაზე რთულია.

გასახდომის საუზმის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შავი ქლიავი 5-7 ცალი
  • კეფირი 1 ჩ. ჭ.
  • სელის თესლი 1 ს. კ.
  • შვრიის ფანტელი 2 ს. კ.
  • კაკაო 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. საუზმე უნდა მოამზადოთ საღამოს. პირველ რიგში, შავ ქლიავს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 10-15 წუთი.
  2. ცალკე თასში მოათავსეთ კაკაო, შვრიის ფანტელი და სელის თესლი, დაასხით კეფირი, დაამატეთ დაჭრილი შავი ქლიავი და კარგად აურიეთ. საუზმე გადაიტანეთ მინის კონტეინერში,  შეინახეთ მაცივარში და დილით მიირთვით.

მოამზადეთ ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული საუზმე და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!