გსურთ, თქვენი ფეხები საოცრად ლამაზად გამოიყურებოდეს? ნუ დახარჯავთ ზედმეტ ფულს პედიკურში, ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ინგრედიენტი, რომლებიც აუცილებლად მოიძებნება თქვენს სამზარეულოში.
დახეთქილი და დაბზარული ქუსლები საოცრად მტკივნეული, შემაწუხებელი და ესთეტიკურად უსიამოვნო დასანახია. განიცდით დისკომფორტს. ეს პრობლემა განსაკუთრებით შემაწუხებელია ზაფხულში.
არ ინერვიულოთ, შემოგთავაზეთ რეცეპტს, რომელიც ამ პრობლემის სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ. დამერწმუნეთ, რომ აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული ფეხის მოვლის საშუალებები.
ბუნებრივი პროდუქტებით მომზადებული ნარევი გაგათავისუფლებთ მტანჯველი და უსიამოვნო შეგრძნებებისგან.
საჭირო იგრედიენტები:
- საკვები სოდა 3 ს. კ.
- რძე 4 ჭიქა
მომზადების წესი:
- რძე დადგით საშუალო ცეცხლზე და გაცხელებისთანავე გადაასხით ტაშტში.
- დაამატეთ სოდა და აურიეთ.
- ჩაყავით ფეხები და დააყოვნეთ 10 წუთი.
- 10 წუთის შემდეგ დაიბანეთ ფეხები და კარგად გაიმშრალეთ.
პირადი გამოცდილებით გირჩევთ, ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ ეს მარტივი საშუალება და ტკივილისგან გათავისუფლდით. სასურველია, პროცედურის შემდეგ წაისვათ ფეხის მალამო.