თუ გსურთ, ლამაზი და ძლიერი ფრჩხილები გქონდეთ, აუცილებელია ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვების მიღება. ჯანსაღი კვება ფრჩხილების სილამაზის საწინდარია.
ფრჩხილები პირველი ასახავს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ თქვენ მყიფე და დასუსტებული ფრჩხილები გაქვთ, კვების რაციონს დაამატეთ ხილი, თხილეული და თესლეული კულტურები. ამ პროდუქტების წყალობით, თქვენს ფრჩხილებს მიანიჭებთ სიძლიერესა და მბზინვარებას.
სტატიაში შემოგთავაზებთ ფრჩხილის მოვლის ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ, გქონდეთ ლამაზი და ძლიერი ფრჩხილები.
1. აბაზანები
სასურველი შედეგის მისაღებად განსაკუთრებით ეფექტურია აბაზანები. თბილ წყალში გახსენით 1 ჩ. კ. ზღვის მარილი და 1 ჩ. კ. ლიმონის წვენი ან ლიმონმჟავა. მომზადებულ ნარევში ჩაყავით თითები და გააჩერთ 15 წუთი. პროცედურები გაიკეთეთ ყოველდღიურად.
2. ზეთების ნაზავი
ფრჩხილების გასაძლიერებად მოამზადეთ სამკურნალო ნაზავი: 2 ს. კ. ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს დაამატეთ 2 ს. კ. ნუშის ან გარგრის კურკის ზეთი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა მინის ქილაში გადაიტანეთ. ნაზავის მცირე ნაწილი კარგად შეიზილეთ ხელებზე და ფრჩხილებზე, გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ ხელები ხელსახოცით გაიწმინდეთ. სასურველია პროცედურები გაიკეთოთყოველ დღე, ძილის წინ.
3. ფრჩხილების გასაძლიერებელი ხელნაკეთი საშუალების რეცეპტი
1 ს. კ. ალოეს გელს დაამატეთ 3 წვეთი ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ, შეიზილეთ ფრჩხილებზე და დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ხელსახოცით გაისუფთევეთ.
4. ხელნაკეთი საშუალება ძლიერი და მბზინვარე ფრჩხილებისთვის
გამოგადგებათ კიტრის, ფორთოხლის და ლიმონის წვენი. თქვენთვის სასურველი წვენი ან წვენების ნაზავი შეიზილეთ ფრჩხილებზე და დაიტოვეთ 15-25 წუთი. დაიბანეთ და შეიზილეთ ზეთი.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ მარტივი, ბიუჯეტური საშუალებები და იზრუნეთ, რომ ძლიერი და მბზინვარე ფრჩხილები გქონდეთ.