მე აღფრთოვანებული ვარ ამ საშუალებით და თქვენც გაგაოცებთ მისი ეფექტი.
წლები გვემატება და მასთან ერთად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი. მათ შორის არის მკერდისა და ყელის მიდამოებში მომრავლებული ნაოჭები. ასაკთან ერთად ჩვენი კანი კარგავს ელასტიურობასა და სიმკვრივეს. მართალია, ასაკის თანმხლები აბეზარი ხაზებისგან სრული გათავისუფლება შეუძლებელია, მაგრამ მათი საგრძნობლად შემცირება კი შეგვიძლია.
საბედნიეროდ, არსებობს უამრავი ნატურალური და ბუნებრივი პროდუქტი, რომელთა ნაოჭების საწინააღმდეგოდ გამოყენება ეფექტურია.
თუ გსურთ, რომ მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებას შედეგი ჰქონდეს, აუცილებლად რეგულარულად უნდა მოვიხმაროთ ისინი.
ჯანსაღი პროდუქტები და ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ სასურველი ეფექტის მიღწევაში. უარი თქვით ცხიმიან და შემწვარ ხორცზე, ინდუსტრიულად დამუშავებულ პროდუქტებზე, შაქარზე. დაგროვებული ტოქსინები შესამჩნევად აუარესებენ კანისა და ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
რეკომენდებულია, მიიღოთ დიდი რაოდენობით წყალი, ნატურალური წვენები და სხვა ჯანსაღი პროდუქტები.
შემოგთავაზებთ სამ რეცეპტს, რომელთა გამოყენებაც გაგათავისუფლებთ მკერდისა და ყელის არეში ნაოჭებისგან.
1. კვერცხის, კიტრისა და ქოქოსის ზეთის ნიღაბი
საჭირო ოგრედიენტები:
- კიტრი 1 ცალი
- 1 ცალი კვერცხის გული
- ქოქოსის ზეთი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- აიღეთ პატარა კიტრი, გათალეთ და დააბლენდერეთ.
- დაამატეთ კვერცხის გული, ქოქოსის ზეთი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
- ნიღაბი წაისვით გაწმენდილ სახეზე, ყელზე, მკერდზე, ხელებზე და დაიტოვეთ ნახევარი საათი.
- ნიღაბი ჩამოიბანეთ ცივი წყლით და ყინულის კუბიკით დაიმასაჯეთ ყელისა და მკერდის მიდამოები. ეს პროცესი აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას.
- გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ.
2. ლუდის საფუარის, იოგურტისა და გაღვივებული ხორბლის ნიღაბი
ეს მართლაც უძლიერესი რეცეპტია, რომელიც გამოიმუშავებს კოლაგენს, აღადგენს კანს და ამცირებს ნაოჭებს.
საჭირო იგრედიენტები:
- უშაქრო იუგურტი 100 გრ
- ლუდის საფუარი 1 ს. კ.
- გაღვივებული ხორბალი ან ქატო, ან შვრია 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- მიცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ და თანაბარი რაოდენობით დაიტანეთ სუფთა კანზე ყელისა და მკერდის მიდამოებში.
- დაიტოვეთ 15-20 წუთი.
- ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
- პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ.
4. ბანანის ნიღაბი
ეს ნიღაბი ზრდის კოლაგენის გამომუშავებას, ხელს უწყობს კანის ელასტიურობასა და კანის უჯრედების რეგენერაციას.
საჭირო იგრედიენტები:
- რძე 1 ს. კ.
- ასკილის ზეთი 1 ს. კ.
- მწიფე ბანანი 1 ცალი
მომზადების წესი:
- ყველა იგრედიენტი აურიეთ, წაისვით სუფთა კანზე ყელისა და მკერდის მიდამოებში და დაიტოვეთ 20 წუთი.
- ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
- პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ.
გირჩევთ, მოცემული ნიღბები გამოყენებამდე, ცოტა წისვით ხელზე და დააკვირდით, ხომ არ გამოიწვია ალერგია. სინჯის შემდეგ თამამად გამოიყენეთ ნიღაბი.
ყოველ დილით, დაბანის შემდეგ, დატენიანებულ სახეზე წაისვით ქოქოსის ზეთი.
ენდეთ ჩემს გამოცდილება, გამოიყენეთ მოცემული უძლიერესი რეცეპტები და გაახალგაზრდავდით.