როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში ქალები, რომლებსაც ცნობილი მხატვრები ხატავდნენ

მილიონობით ადამიანი იცნობს ისეთი მხატვრების ნახატებს, როგორებიც არიან: პიკასო, რენუარი და დალი. ხშირად მათი მუზები იყვნენ ქალები, რომლებიც მხატვრებისთვის პოზირებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სილამაზით შთაგონებული ნახატები მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, ყველამ არ იცის როგორები იყვნენ ეს ქალები რეალურ ცხოვრებაში.

ადელ ბლოქ-ბაუერი, გუსტავ კლიმტის მოდელი

ადელი ვენაში, მდიდარ ოჯახში დაიბადა. 18 წლის ასაკში იგი 35 წლის ბანკირზე და შაქრის შემქმნელ ფერდინან ბლოქ-ბაუარზე დაქორწინდა.

მხატვარმა გუსტავ კლიმტმა მისი გამოსახულებით ოთხი ცნობილი ტილო დახატა. ნახატებიდან ყველაზე ცნობილია “ადელ ბლოქ-ბაუერ I-ის პორტრეტი”. ტილოებს ასევე უწოდებენ “ოქროს ადელს”, ან “ავსტრიელ მონა ლიზას”.

ჟანა ებიუტენი, ამადეო მოდილიანის მოდელი

სამხატვრო სკოლის სტუდენტი, ჟანა, იტალიელმა მხატვარმა მოდილიანმა მაშინ გაიცნო, როდესაც თავის სტუდენტებს შორის მოდელებს არჩევდა. მალე მათ შორის რომანტიული ურთიერთობა დაიწყო. ჟანა მხატვრის მუზა გახდა და მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ასევე ჟანა დაარქვეს.

მოდილიანმა ჟანას 25 პორტრეტი დახატა. 1920 წელს, 35 წლის ასაკში, მხატვარი ტუბერკულოზური მენინგიტით გარდაიცვალა. ჟანას მეორე შვილი შეეძინა და მოდილიანის გარდაცვალებიდან მალევე, თავი მოიკლა. მათი ობოლი ქალიშვილი მტატვრის დამ გაზარდა.

ვერა მამონტოვა, რამდენიმე რუსი მხატვრის მუზა

მხატვრის, ვალენტინ სეროვის ცნობილ ნახატზე, “გოგონა ატმით” გამოსახულია მდიდარი ვაჭრისა და ქველმოქმედის, სავი მამონტოვის ქალიშვილი. აგვისტოს ერთ დღეს, შუადღისას, 11 წლის ვერა სახლში დაბრუნდა, მაგიდასთან დაჯდა და ხელში ატამი აიღო. მხატვარმა სეროვმა, რომელიც მამონტოვის მამულს სტუმრობდა, ვერას ტილოზე გადატანა შესთავაზა და მომდევნო 2 თვის განმავლობაში გოგონა იძულებული გახდა ყოველდღე ემუშავა სეროვთან.

ნამუშევრის დასასრულს, მხატვარი  გოგონას წინაშე უზომოდ მადლიერი იყო, საბოლოოდ, ნახატი რუსული მხატვრობის ერთ-ერთ მარგალიტად იქცა. ასევე, ვერა მამონტოვა გამოსახულია ვიქტორ ვასნეცოვის, მიხაილ ვრუბელისა და ნიკოლაი კუზნეცკოვის ტილოებზე.

მსახიობი ჟანა სამარი, რენუარის მოდელი

ჟანა სამარი ფრანგული თეატრის, “კომედი ფრანსის,” მსახიობი იყო. 1870-იან წლებში გოგონა პიერ-ავგუსტინ რენუარის სახელოსნოში ცხოვრობდა და ხშირად პოზირებდა მისთვის. რენუარმა მისი 4 პორტრეტი დახატა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო “მსახიობის პორტრეტი, ჟანა სამარი”, რომელიც საკმაოდ თბილი ფერებით შეასრულა.

ჯანა ავრილი, ტულუზ-ლოტრეკის მოდელი

პარიზის ცნობილი კაბარეს მოცეკვავე, მხატვრის, ჰენრი დე ტულუზ-ლოტრეკის საყვარელი მოდელი იყო. მათ კაბარეს გახსნაზე გაიცნეს ერთმანეთი. ამის შემდეგ, ისინი კარგი მეგობრები გახდნენ და მხატვარმა ჟანა ათეულობით ნახატზე დახატა.

ოლგა ხოხლოვა (დაქორწინებული იყო პიკასოზე),  პაბლო პიკასო ცოლი და მოდელი

რუსი ბალერინა პაბლო პიკასოს პირველი ცოლი იყო. 1918 წელს წყვილმა მართლმადიდებლური რიტუალის თანახმად იქორწინეს და რამდენიმე წლის შემდეგ ვაჟი, პაულო, შეეძინათ. წყვილი 17 წლის ქორწინების შემდეგ დაშორდა, მაგრამ იმის გამო, რომ პიკასოს არ სურდა ქონების გაზიარება ოლგასთან, მათ შორის ნახატების, იგი ოფიციალურად  37 წლის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე, მხატვრის მეუღლედ დარჩა.

სილვეტ დავიდი, პაბლო პიკასოს მოდელი

50-იან წლებში პიკასო საფრანგეთის სამხრეთით ცხოვრობდა. ერთხელ, მხატვარმა თავისი სტუდიის მოპირდაპირე სტუდიაში ქერა გოგონა შენიშნა. პიკასომ მისი ჩუმად დახატვა გადაწყვიტა, ხოლო ნახატის დასრულებისას ის გოგონას აჩვენა. ამის შემდეგ, მან სილვეტე დავითი თავისთან მიიწვია, რაზეც გოგონამ თანხმობა განუცდახა.

შედეგად, პიკასომ ამ გოგონასგან 60 ნამუშევრი შექმნა. ყველა პორტრეტში პიკასო უცნაურად გამოხატავდა გოგონას. მხატვარმა სილვეტს მისი ერთ-ერთი ნახატი გადასხცა, რომლის გაყიდვის შედეგად გოგონამ პარიზში ბინა იყიდა.

ბელა როზენფელდი, მარკ ჩაგალის მეუღლე და მოდელი

თავის ნამუშევრებში, მარკ ჩაგალი ყოველთვის თავის მეუღლეს, ბელა როზენფელდს ხატავდა.  მხატვარს სიგიჟემდე უყვარდა ცოლი. ის თავის გრძნობებზე ასე საუბრობდა: “როდესაც ბელასთან ვარ, კი არ დავდივარ, არამედ დავფრინავ.” მას შემდეგ, რაც ბელა, 1944 წელს გარდაიცვალა, ჩაგალი ერთი წელი ვერ ახერხებდა მუშაობას. მწუხარების დაძლევის შემდეგ, კაცმა ხატვა განაგრძო და თავისი საყვარელი ბელა შემდგომ ნამუშევრებში კვლავ წარმოაჩინა.