სიმელოტე და თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს შეიძლება გამოიწვიოს მთელმა რიგმა ფაქტორებმა. მაგალითად, როგორიცაა ფიზიკური და ემოციური სტრესი, არაჯანსაღი კვება, ჰორმონალური დისბალანსი, ალერგია, ჰიგიენის დაუცველობა, არასწორად შერჩეული თმის მოვლის საშუალებები.
დღეს შემოგთავაზებთ თმის ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ამაგრებს თმის ძირებს, ხელს უწყობს ზრდას, ახალი თმის ამოსვლას. უფრო მეტიც, ის ღრმად კვებავს თქვენს თმას და გახდის მას უფრო ძლიერსა და ჯანმრთელს.
ეს იაფი და მარტივი მეთოდი უნდა გამოიყენოთ კვირაში ერთხელ.
საჭირო იგრედიენტები:
- კვერცხი 1 ცალი
- მწიფე ბანანი 1 ცალი
- თაფლი 1 ს. კ.
- ლუდი ნახევარი ჭიქა (125 მლ) ლუდი
მომზადებისა და გამოყენები წესები:
- აიღეთ თასი ჩაჭყლიტეთ ბანანი და შეურიეთ კვერცხი.
- აურიეთ კარგად და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა.
- დაამატეთ თაფლი და ლუდი.
- მიღებული მასა დაიტანეთ თავის კანზე და 5 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი.
- დაიხურეთ აბაზანის ქუდი და გაიჩერეთ 1 საათი.
- შემდეგ კი ჩვეულებრივად დაიბანეთ.
ბანანი გაჯერებულია კალციუმით და A, C, E-ვიტამინებით, რომელთა წყალობით ის სუსტი თმის გაჯანსაღების იდეალური საშუალებაა.
კვერცხი მდიდარია ცილებით. ცილა ხელს უწყობს თმის გაზრდას. გარდა ამისა კვერცხი თმას აძლევს ბზინვარებას.
ლუდი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომელიც ამკვრივებს თმის кутикулы.
თაფლი მოქმედებს როგორც დამატენიანებელი, შეუძლია დაარბილოს და გაათანაბროს თმა. ის თმისთვის საჭირო ვიტამინების წყაროა.
გირჩევთ, გამოიყენეთ ნატურალური, ვიტამინებით გაჯერებული თმის ნიღაბი და დატკბით შედეგით.