შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ნაზი, ჰაეროვანი და ფუმფულა კექსების, კრემიანი მაფინების რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 2 ჩ. ჭ.
- შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
- ყავისფერი შაქარი 1 ჩ. ჭ.
- კვერცხი 2 ცალი
- ვანილის ექსტრაქტი 1 ს. კ.
- სოდა მესამედი ჩ. კ.
- კარაქი (ოთახის ტემპერატურის) 210 გრ
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- კარაქი 50 გრ
- რძე მეოთხედი ჩ. ჭ.
- შაქრის ფხვნილი 1 ჩ. ჭ.
- ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- მიქსერის საშუალო სიჩქარეზე, დაახლოებით, 3 წუთი თქვეფთ კარაქს, შაქარს და ვანილის ექსტრაქტს. შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი.
- ნაწილ-ნაწილ დაამატეთ სოდა და გაცრილი ფქვილი. თქვეფთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე.
- მომზადებული მასა გაანაწილეთ მაფინების ფორმებში. შეავსეთ ფორმის ნახევარზე ცოტა მეტი. მაფინების ცომში შეგიძლიათ ჩადოთ ცოტა-ცოტა შოკოლადი და კიდევ უფრო მეტად გააგემრიელოთ. შოკოლადი დაფარეთ თითო-თითო ჩაის კოვზი ცომით. ცომით უნდა გაავსოთ ფორმის 2/3.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 12-15 წუთი.
ამზადებთ კრემს:
კარაქს დაამატეთ შაქრის ფხვნილი, ვანილის ექსტრაქტი და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. რძე დაასხით ნაწილ-ნაწილ. თქვეფა არ შეწყვიტოთ. თქვეფთ 5 წუთი მიქსერის საშუალო სიჩქარეზე.
უგემრიელესი კექსები მორთეთ ჰაეროვანი კრემით და გემრიელად მიირთვით!