სოკოვანმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილების დაზიანება როგორც ხელებზე, ასევე ფეხებზე.
სოკოვანი ინფექციებისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია: ფერის შეცვლა, პილინგი. და თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, ჯობს, დაუყონებლივ დაიწყოთ მკურნალობა.
გირჩევთ, გამოიყენოთ სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ ეფექტური ნატურალური პროდუქტებით მომზადებული საშუალებები.
ნიორი
ნიორი განთქმული სამკურნალო საშუალებაა. იგი სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ უებარია. ნიორი გაჭერით და პირდაპირ დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილზე ან გაიკეთეთ ნივრის აბაზანა.
აბაზანის მომზადების წესი: 10 კბილ ნიორს დაასხით 2 ფინჯანი წყალი, ადუღეთ 5 წუთი და თქვენთვის კომფორტულ ტემპერატურაზე 20 წუთის განმვლობაში ჩაყავით ფეხები. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში სამჯერ.
ვაშლის ძმარი
თუ თქვენთ მოამზადებთ ვაშლის ძმრის, წყალბადის ზეჟანგისა და სპირტის ნარევს, მიიღებთ სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო უძლიერეს საშუალებას. ნარევი მომზადების შემდეგ გამოყენებამდე რამდენიმე საათით დააყოვნეთ. დასველეთ მარლის ფირფიტა ხსნარში, დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილებზე და ცოტა ხნით დაიტოვეთ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ. მალე დაინახავთ შედეგს, მაგრამ მკურნალობა არ შეწყვიტოთ.
ჩაის ხის ეთერზეთი
ჩაის ხის ეთერზეთი გარეგენი დაავადებების სამკურნალოდ უძლიერესი ანტისეპტიკური, ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო ფართო გამოყენების საშუალებაა.
სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ ჩაი ხის ეთერზეთის 3 წვეთი დაიწვეთეთ დაზიანებულ ფრჩხილზე. პროცედურა ჩაიტარეთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.
ახლა თქვენ გჭირდებათ მოთმინება და სიმტკიცე, არ მოდუნდეთ და დაიბრუნეთ ლმაზი, ჯანმრთელი ფრჩხილები.
ფრჩხილის სოკოს სამკურნალო კიდევ ერთი ძალიან ეფექტური მეთოდი იხილეთ ვიდეოში: