შებერილი მუცელი ბევრი ადამიანის პრობლემაა. არასწორი კვება, წახემსება ძალიან აზიანებს ორგანიზმს, იწვევს გაზების დაგროვებას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ უსიამოვნო ფაქტის მიზეზი არის ბაქტერია, რომელიც გაზების დაგროვების პროვოცირებას იწვევს.
ჰელიკობაქტერია პილორი სპირალისებური ბაქტერიაა, რომელიც აინფიცირებს კუჭის სხვადასხვა ზონას, თორმეტგოჯა ნაწლავს და იწვევს გაზების დაგროვებას. ეს განსაკუთრებული ბაქტერიაა, რომელიც ორგონიზმში მოხვედრისას არ ავლენს სიმპტომებს.
ბაქტერია ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ჭუჭყიანი ხელებით, საკვებით. თუ მას დროულად არ უმკურნალებთ გადაგექცევათ წყლულოვან დაავადებებად.
შებერილი მუცლის გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა
მავნე ბაქტერია შეიძლება გამოვლინდეს უმნიშვნელო სიმპტომებით: შებერილი მუცელი, გულძმარვა, დისკომფორტი მუცლის არეში. ჩვენ ამ სიმპტომებს საგანგაშოდ არ ვთლით და აღვიქვამთ ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებად.
პილორი აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, გიფუჭებთ განწყობას, ამცირებს ტვინში სერეტონინის დონეს, იწვევს დეპრესიას და ნერვოზს.
საბედნეროდ, პილორით პროვოცირებული დაავადებები იკურნება ანტიბიოტიკებისა და ისეთი პრეპარატების კომბინაციით, რომლებიც ამცირებს ნაღვლის წვენს.
აუცილებლად უნდა დაიცვათ კვების რეჟიმი და მიიღოთ დიდი რაოდენობით A, C და E ვიტამინები, პრობიოტიკები, როგორიცაა, ლაქტობაცილები და ბიფიდობაქტერიები. აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. ხშირად უნდა დაიბანოთ ხელები და უმჯობესია თუ დასალევად საშინაო პირობებში გაფილტრულ ან წყაროს წაყლს გამოიყენებთ.
სტატიაში შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის უძლიერეს სამკურნალო რეცეპტს, რომელიც გაჯერებულია ნატურალური პროდუქტებით.
საჭირო იგრედიენტები:
- ლიმონი 1 ცლი
- კიტრი 1 ცალი
- ალოეს წვენი 1 ს. კ.
- ოხრახუში 1 კონა
- წყალი 0,5 ლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ.
- ეს საოცარი სასმელი სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, გაგიუმჯობესებთ განწყობას. ნარევის შემადგენლობაში შემავალი პროდუქტები ასწრაფებს მეტაბოლიზმს და წვავს ცხიმებს.
- სამკურნალო სასმელის 1 ჩ. ჭ. მიიღეთ დაძინებამდე.
გირჩევთ, აუცილებლად მიმართოთ ექიმს, მოამზადოთ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით სამკურნალო სასმელი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეზე.