შემოგთავაზებთ საშუალებას, რომელიც გაგიქრობთ კისრის, იღლიების, იდაყვებისა და მუხლების მიდამოებში გაჩენილ მუქ ლაქებს
ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს. მუქი ლაქები კისერზე, მუხლებზე, იღლიებში შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერს, თუნდაც ყველაზე თავმოვლილ ქალბატონსაც კი.
ასეთი ლაქების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს კანის დაავადება შავი აკანტოზი, ენდოკრინული სისტემის არასწორი მუშაობა და ჰორმონალური პრეპარატების მიღებაა.
კანი უხეშდება, ჩნდება ნაკეცები და პიგმენტური ლაქები. აგრეთვე მუქი ლაქების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს უხარისხო კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც გაჯერებულია მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ნატურალური იგრედიენტებით.
საჭირო იგრედიენტები:
- ჯანჯაფილის წვენი
- ლიმონის წვენი
- კიტრის წვენი
მომზადების წესი:
- ყველა იგრედიენტი აიღეთ თანაბარი რაოდენობით და აურიეთ.
- მომზადებული ნაყენით კარგად გაიწმინდეთ დაზიანებული ადგილები და დაიტოვეთ 5-7 წუთი.
- პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ერთხელ, უმჯობესია ძილის წინ.
- ნაყენი შეგიძლიათ წაისვათ ყოველ დღე, სანამ არ მიაღწევთ სასურველ შედეგს.
- მესამე პროცედურის შემდეგ უკვე შეამჩნევთ ცვლილებას.
კანზე წარმოქმნილი მუქი ლაქები შეიძლება გამოწვეული იყოს ფარისებრი ჯირკვლის არასწორი მუშაობით, ამიტომ უმჯობესია ჯერ გამოიკვლიოთ ლაქების გაჩენის მიზეზი.
მოცემული რეცეპტის მომზადება ძალიან მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნუ დაიზარებთ და საკუთარ თავზეც გამოცადეთ ბუნებრივი პროდუქტებით დატვირთული ხალხური მედიცინის შსაძლებლობები.