შაქარი კბილების მთავარი მტერია
სინამდვილეში შაქარზე მეტად ცუდი ბაქტერიები უნდა დავადანაშაულოთ, რომელიც კბილების დამაზიანებელ მჟავებს გამოიმუშავებენ. ჩვენს კბილებზე შერჩენილი ნახშირწყლები, რომლებსაც სხვა ჯანსაღი პროდუქტებიც ტოვებენ, სწორედ ასეთი ბაქტერიების საკვებს წარმოადგენენ.
ორსული ქალის სტომატოლოგთან წასვლა არ შეიძლება
რეალურად ეს პირიქითაა, რადგან ორსული ქალის პირში გაჩენილი ანთება სასწრაფოდ უნდა იქნას მოშორებული. თანაც, თანამედროვე ტექნიკისა და ლოკალური ანესთეზიის წყალობით ეს სრულიად უსაფრთხო შეიძლება იყოს. თუმცა, ყოველთვის უნდა გააფრთხილოთ სტომატოლოგი, რომ ორსულად ხართ.
შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ სარძევე კბილების გაკეთება
სარძევე კბილებს ხშირად უფრო თხელი დამცავი ფენა აქვთ და ბაქტერიებისგან ნაკლებად დაცულები არიან. მათი პრობლემების დაიგნორებამ შესაძლოა ანთება გამოიწვიოს.
კბილების კარგად გასაწმენდად უხეში ჯაგრისის გამოყენებაა საჭირო
კბილების კარგად გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილი კბილის ჯაგრისიც. ამით თქვენ ღრძილების გაღიზიანებასაც კი აირიდებთ თავიდან. მთავარია გამოიხეხოთ კბილები დღეში ორჯერ და შეცვალოთ ჯაგრისი 3-4 თვეში ერთხელ.
ჭამის შემდეგ კბილის საჩიჩქნი ჯოხის გამოყენება აუცილებელია
კბილის საჩიჩქნი ჯოხით შესაძლოა ღრძილები დაიზიანოთ, რის გამოც სჯობს პირის საწმენდი ძაფი იხმაროთ.
რაც უფრო ხშირად იხეხავთ კბილებს, მით უფრო ჯანსაღი კბილები გექნებათ
ზედმეტად ხშირად გახეხვა კბილის დამცავ ფენას აზიანებს და მათი დაავადების რისკს ზრდის. ამის ნაცვლად შეგიძლიათ პირში გამოსავლები სტომატოლოგიური სითხეები იხმაროთ გამოხეხვებს შორის.
კბილის ტკივილი კარიერის ნიშანია
სინამდვილეში კბილის ტკივილის გამოწვევა შეუძლია ზედმეტ სენსიტიურობას, ანთებას ან ღრძილების ინფექციას. ამის ნამდვილი მიზეზის დადგენა მხოლოდ სტომატოლოგს შეუძლია.
თუკი კბილის შიგთავსი ჩამოვარდა, მისი თავიდან გახვრეტა საჭირო არაა და მხოლოდ შევსება ეყოფა
კბილის ამოსავსები ნივთიერება მიზეზის გარეშე არ ფუჭდება. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ასეთ პრობლემას კბილის ხვრელში გაჩენილი კარიესი იწვევს, რის სამკურნალოდაც უფრო სერიოზული მიდგომაა საჭირო.
აუცილებლად უნდა ამოიღოთ სიბრძნის კბილები
თუკი სიბრძნის კბილები ბოლომდე ამოსული და ჯანსაღია, მათი ამოღება საჭირო არ არის.
კბილების გახეხვა აუცილებელია საუზმის შემდეგ
ასეთ რეკომენდაციას სტომატოლოგები არ იძლევიან, თუმცა ისინი ჭამამდე კბილების გამოხეხვას გვირჩევენ. ძილის დროს ნერწყვის გამოყოფა მცირდება და ამიტომ პირში ბაქტერიების დაგროვების პროცესები უფრო აქტიურდება, რის გამოც საუზმობის წინ პირის გამოხეხვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ეს ბაქტერიების გროვა პირდაპირ თქვენს მუცელში გადაინაცვლებს საუზმის მირთმევის დროს და ამან შესაძლოა სერიოზული პრობლემებიც კი გამოიწვიოს ხშირად განმეორების შემთხვევაში.