აი, რტომ არის უმი კარტოფილი კანისათვის დაუჯერებლად სასარგებლო.
ალბათ არც გიფიქრიათ, რომ კარტოფილი კანისთვის სასარგებლო თვისებებით იქნებოდა გაჯერებული და იზრუნებდა თქვენს სილამაზეზე. ჩვენს ხელთ უამრავი ნატურალური პროდუქტია, რომლებიც ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად ეფექტური საშუალებებია. უძლიერეს სამკურნალო ბუნებრივ პროდუქტთა რიცხვს მიეკუთნება კარტოფილი.
სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას კარტოფილის 5 სასარგებლო თვისების შესახებ.
რა სარგებლობა მოაქვს კარტოფილს კოსმეტიკური ხაზით?
1. კარტოფილის საშუალებით დაემშვიდობეთ თვალების ქვეშ შეშუპებულ ადგილებს
ალბათ ხშირად გამოგიყენებიათ კიტრი თვალების ქვეშ შეშუპების დასაცხრომად.
სახის ეს ადგილები ძალიან მგრძნობიარეა. ანტიოქსიდანტებისა და C ვიტამინის შემცველი პროდუქტები დადებითად მოქმედებენ მგრძნობიარე კანზე და აუმჯობესებენ ამ ადგილის სისხლის მიმოქცევას.
განსაკუთრებით ეფექტურია ნედლი კარტოფილი. ის ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სახის მგრძნობიარე მიდამოებში კაპილარებს.
როგორ გამოვიყენოთ ნედლი კარტოფილი კაპილარებისა და თვალების ქვეშ შეშუპებების წინააღმდეგ?
ამისათვის დაგჭირდებათ:
- 1 სმ სისქის 2 მრგვალი ნედლი კარტოფილის ნაჭერი;
- დაბეგვეთ ჩაქუჩით;
- მასა დაიტანეთ სელის ქსოვილზე;
- დაიდეთ პრობლემურ ადგილზე.
2. პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო საშუალება
ნედლი კარტოფილი პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. სახეზე პიგმენტური ლაქების გაჩენა ასაკთან არის დაკავშირებული.
ამისათვის დაგჭირდებათ:
- საშუალო ზომის კარტოფილი;
- 1 ცალი კიტრი;
- ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში აუცილებელია კარტოფილი გახეხოთ.
- შემდეგ კიტრი გახეხეთ.
- ორივე იგრედიენტი აურიეთ და დაამატეთ 1 ს. კ. ვაშლის ძმარი.
- კარგად აურიეთ.
- მომზადებული მასა დაიტანეთ მარლის ფირფიტაზე და წაისვით სახეზე. ნიღაბი დაიტოვეთ 15-20 წუთი.
- სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. ხელს უშლის კანის ნაადრევ დაბერებას
მზის სხივების ზემოქმედების, კანის სიმშრალისა და არასაკმარისი დატენიანების გამო სახის კანი ნაადრევად ბერდება. კარტოფილი დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. ნედლი კარტოფილის ნაჭრით დაიმასაჟეთ სახის კანი.
ამისათვის დაგჭირდებათ:
- კარტოფილის 1 ცალი 3 სმ-იანი სისქის მრგვალი ნაჭერი.
- გამოყენების წესი:
- პროცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ.
- პირველ რიგში კარგად გაიწმინდეთ სახე.
- კარტოფილის ნაჭრით სახე წრიული მოძრაობებით დაიმასაჟეთ.
- შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
4. ებრძვის აკნესა და შავ წერტილებს
ნედლი კარტოფილი შეიცავს C ვიტამინს, კალიუმს, სპილენძს, გოგირდს. ყველა ეს ნივთიერება ხელს უწყობს სახის კანის ღრმა გაწმენდასა და ტოქსინების მოცილებას. სწორედ ამიტომ არის კარტოფილი საუკეთესო საშუალება აკნესა და შავი წერტილების მოსაშორებლად.
გარწმუნებთ, რომ ეს საშუალება ძალიან ეფექტურია. რეკომენდებულია პროცედურა ჩაიტაროთ ყოველ დღე ძილის წინ.
ამისათვის დაგჭირდებათ 3 სმ-ის სისქის მრგვალი კარტოფილის ნაჭერი.
გამოყენების წესი:
- წრიული მოძრაობებით კარტოფილის ნაჭრით სახე კარგად დაიმასაჟეთ, არ დაიბანოთ და ხანგრძლივი მოქმედებისთვის მთელი ღამით დაიტოვეთ.
- გამოყენების წესი:
- სახე კარგად დაიბანეთ, არ დაგრჩეთ მაკიაჟის ნარჩენები და ცხიმი.
- წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კარტოფილი.
- კარტოფილის წვენი დაიტოვეთ მთელი ღამით და დილით ჩვეულებრივად ჩამოიბანეთ.
5. კანის დასვენება
ყოველდღიური ცხოვრების დაძაბულობა, უძილობა, სტრესი ცუდად მოქმედებს თქვენი სახის კანზე და ასაკს გმატებთ.
იმისათვის, რომ პრობლემას თავი დააღწიოთ, რეკომენდებულია მიიღოთ ბევრი წყალი, კარგად დაისვენოთ, მიიღეთ ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებით გაჯერებული საკვები და გამოიყენეთ ნედლი კარტოფილი. შედეგიც არ დააყოვნებს.
მომმზადების წესი:
- გახეხეთ კარტოფილი.
- დაამატეთ 1 ს. კ. ლიმონის წვენი.
- იგრედიენტები კარგად აურიეთ.
- მომზადებული საშუალება ძილის წინ გამოიყენეთ.
- ნიღაბი მარლის ფირფიტით სახეზე წაისვით.
- დააყოვნეთ 15-20 წუთი.
- ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
დარწმუნებული ვარ, რომ მალე გამოცდით საკუთარ თავზე ნედლი კარტოფილის საოცარ ძალას.