ფრჩხილები თქვენი ჯანმრთელობის პირველი ანარეკლია. იმისათვის, რომ გქონდეთ ლამაზი და ძლიერი ფრჩხილები აუცილებელია იკვებოთ სწორად, გაიჯეროთ ორგანიზმი ვიტამინებითა და მინერალებით. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ხილი, თხილეული, მარცვლეული კულტურები. ამ პროდუქტების საშუალებით შეძლებთ გქონდეთ ძლიერი და მბზინავი ფრჩხილები.
შემოგთავაზებთ მტვრევადი და მყიფე ფრჩხილების საწინააღმდეგო საუკეთესო ბუნებრივ საშუალებებს, რომელთა წყალობით სასურველი შედეგი დიდი ხნით არ დააყოვნებს.
1. აბაზანები
ფრჩხილების სამკურნალოდ განსაკუთრებით ეფექტურია აბაზანები. შემოგთავაზებთ სამკურნალო აბაზანის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თბილი წყალი 1 ჩ. ჭ.
- ზღვის მარილი 1 ჩ. კ.
- ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და მოხმარების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და 10-15 წუთი ჩაყავით ხელები. სამკურნალო პროცედურები გაიმეორეთ ყოველდღიურად და ყოველთვის გექნებათ ძლიერი, მბზინავი ფრჩხილები.
2. ზეთების ნაზავი
სამკურნალო ნაზავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი ან ქოქოსის ზეთი 2 ს. კ.
- ნუშის ან გარგრის ზეთი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ სუფთა ქილაში. შეიზილეთ ხელებზე, ფრჩხილებზე, სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები ხელსახოცით შეიშრეთ.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პროცედურები გაიმეორეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ.
3. სამკურნალო ნაზავი
ფრჩხილებისთვის უძლიერესი სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ალოეს გელი 1 ს. კ.
- ზეითუნის ზეთი 3 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და შეიზილეთ ფრჩხილებზე, სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები შეიშრეთ ხელსახოცით.
იმისათვის, რომ გქონდეთ ძლიერი ფჩხილები შეიზილეთ კიტრის ან ფორთოხლის, ან ლიმონის წვენი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-25 წუთი. შემდეგ ხელები დაიბანეთ თბილი წყლით და შეიზილეთ ზეთების თბილი ნაზავი.
გამოყენეთ მრავალჯერ გამოცდილი, საოცრად ეფექტური საშუალებები და სასურველ შედეგს ძალიან სწრაფად მიიღებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!