ასეთი კარგი რჩევისთვის სპეციალურად მივედი ექიმთან მადლობის გადასახდელად.
მიხაკის სამკუნალო თვისებებს ფართოდ იყენებენ ჩინურ მედიცინაში. ეს უძლიერესი სანელებელი სასარგებლო თვისებების წყალობით კურნავს ბევრ დაავადებას. მიხაკში შემადგენლობაში შედის პროვიტამინები A (ბეტა-კაროტინი), B ჯგუფის ვიტამინები, ვიტამინი C, ვიტამინი E, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ეთერზეთები და ხვადასხვა მინერალები.
ექიმის რჩევის გათვალისწინებით თავი დავაღწიე ქრონიკულ ანგინას. მან მირჩია, რომ ყოველ დღე დამეღეჭა გამომშრალი მიხაკი. მოხდა სასწაული და საშინელ ფარინგიტს, რომელიც უკვე ჩვეულებად მექცა, თავი დავაღწიე.
გამომშრალ მიხაკს ბევრი სხვა დადებითი თვისებაც აქვს. როცა ყველაფერს შეიტყობთ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ საოცარი და იაფი პროდუქტს შეიძენთ.
მიხაკის შემადგენლობა
როგორ მივიღოთ გამომშრალი მიხაკი
1. პარაზიტებისგან გამწმენდი საშუალება
ჭიებისგან თავის დაღწევა ძალიან მარტივია. ამისთვის საკმარისია დღეში ორჯერ ჭამადე 30 წუთით ადრე რამდენიმე გამომშრალი მიხაკის დაღჭვა. გამომშრალი მიხაკის ერთი მარცვლის შემადგენლობაში 20% ეთერზეთია, რომელიც შეიცავს არომატულ საშუალებას ევგენოლს, კაპიოფილენს და ილანგენს. გარდა ჭიებისა მიხაკი ეფექტური საშუალებაა სტაფილოკოკის, დიფტერიისა და ტუბერკულიოზის გასაკურნად.
2. პირის ღრუს სამკურნალოდ
საღეჭი რეზინის ნაცვლად გამოიყენეთ გამომშრალი მიხაკის მარცვლები და დაივიწყეთ სტომატიტი, ღრძილების ანთება, პარადონტოსი. მიხაკის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთი გაგიქრობთ პირში არასასიამოვნო სუნს. ეს ბუნებრივი პროდუქტი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა სავლები საშუალებები. თუ შეგაწუხათ ანგინამ და ყელის ტკივილმა ჩაღეჭეთ გამომშრალი მიხაკი და პრობლემა დაუყონებლივ მოგეხსნებათ.
3. საჭლის მომნელებელი სისტემის გასუმჯობესებლად
მიხაკი დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი ტრაქის ნორმალურად მუშაობაში. ამისათვის ჭამამდე 15 წუთით ადრე ჩაღეჭეთ გამომშრალი მიხაკის 2 მარცვალი 1 ს. კ. თაფლთან ერთად.
გამომშრალ მიხაკის მარცვლებს უკუჩვენებაც აქვს. კუჭის წყლულის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და მაღალი წნევის დროს არ შეიძლება გამოიყენოთ ეს მეთოდი.
გამოიყენეთ უძლიერესი ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც გაჯერებულია უამრავი სასარგებლო თვისებით. გამომშრალი მიხაკი საოცრად ეფექტურია ყაბზობის, მეტეორიზმის, გასტრიტის, დაბალი მჟავიანობისა და მთელ რიგ სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
4. სიმსივნის პროფილაქტიკისათვის
მიხაკის შემადგენლობაში შედის ევგენოლი, რომელიც აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდასა და ახალი უჯრედების წარმოქმნას. ადამაინი, რომელსაც ამ მხრივ ცუდი წარმომავლობა აქვს ანუ მის ოჯახში უკვე იყვნენ კიბოთი დაავადებული ადამიანები, აუცილებლად უნდა იყენებდეს მიხაკს, რადგან სანელებელი დაგეხმარებათ ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაში და სერიოზულ დაავადებათა აღმოფხვრაში.
5. წნევის მარეგულირებელი
თუ თქვენ ხშირად გაქვთ დაბალი წნევა, ცადეთ და გამოიყენეთ მიხაკი. ჩაღეჭეთ რამდენიმე მარცვალი მიხაკი და ეფექტი ყავის შედეგზე საუკეთესო იქნება (ცნობილია, რომ ყავა დაბალ წნევას მაღლა წევს), გაგიყუჩდებათ თავის ტკივილი, რომელიც დაბალი წნევის თანმხლები პროცესია, შეგიჩერდებათ თავბრუსხვევა.
მიხაკის არომატი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, დაგამშვიდებთ და გაგათავისუფლებთ უძილობისგან. ეს ყველაფერი ხდება იმის წყალობით, რომ ეს არომატული სანელებელი გაჯერებულია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის.
რჩევა
იმისათვის რომ გაარკვიოთ გამომშრალი მიხაკის მარცვლის ხარისხი, მთელი ძალით ჩააგდეთ ის წყალში. სამკურნალოდ ვარგისი მშრალი მარცვალი უნდა ჩაიძიროს წყალში ან იტივტივოს ვერტიკალურად ქუდით ზემოთ.
ხოლო თუ მიხაკის მარცვალი ტივტივებს ჰორიზონტალურად მას სამკურნალო თვისებები დაკარგული აქვს.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.