ებრაელების გარემოცვაში გაზრდილ ადამიანებს არასოდეს დაავიწყდებათ მათი უგემრიელესი ნაციონალური კერძები. მე პირადად ძალიან მიყვარს ყალია და მაცა, უსაფუარო ხმიადი.
გირჩევთ, მოამზადოთ ბადრიჯანი ებრაულად და ისიამოვნოთ მისი ფანტასტიკური გემოთი, რომელიც ხიზილალას გემოსაც კი აღემატება.
საჭირო იგრედიენტები:
- ბადრიჯანი 2 კგ
- ნიორი 1 თავი
- ხახვი 3 საშუალო თავი
- შაქარი 2 ს. კ.
- სანელებლები მწვადისთვის 1 პაკეტი
- მარილი 1 ს. კ.
- ძმარი 50 მგ
- დაფქვილი შავი წიწიკა 1 ჩ. კ.
- მზესუმზირის ზეთი 50 მგ
ამ პროპორციიდან გამოგივათ 2 ცალი ლიტრიანი ქილა. სურვილისამებრ გაზარდეთ იგრედიენტები. თუ მწარე არ გიყვართ, მაშინ წიწაკის რაოდენობა შეამცირეთ, რადგან კერძი საკმაოდ ცხარე გამოდის.
მომზადების წესი:
ხახვი დაჭერით ნახევარ რგოლებად, ბადრიჯანი კი საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩაყარეთ თასში, დაასხით ზეთი და აურიეთ (მარილი არ დააყაროთ).
გააცხელეთ ტაფა და უზეთოდ შეწვით ბადრიჯანი ორივე მხრიდან, აკმარეთ ის ზეთი, რაც დაასხით.
შემწვარი ბადრიჯანი მოათავსეთ თასში, დააყარეთ ხახვი და ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი.
დაამატეთ ყველა მოცემული იგრედიენტი და ხელთათმანიანი ხელით აურიეთ. მომზადებულ მასას დააფარეთ ლანგარი და დაადეთ სიმძიმე. გააჩერეთ 7 საათი, შემდეგ კიდევ კარგად აურიეთ და მოათავსეთ სოდით დარეცხილ, მშრალ ქილებში.
ქვაბში ჩააფინეთ ტილო, ჩააწყვეთ ქილები, ჩაასხით წყალი და ადუღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში გაასტერილეთ.
ქილები ამოაბრუნეთ და შეფუთეთ. გაციების შემდეგ კი შეინახეთ გრილ ადგილზე, სადაც მოგიხერხდებათ.
შეგიძლიათ ისე მიირთვათ და ზამთრისთვის არ შეინახოთ.
მოამზადეთ და ისიამოვნეთ შეუდარებელი გემოთი.