არ იჩქაროთ კვერცხის ნაჭუჭის გადაყრა, მის ქვეშ ნამდვილი საგანძურია

910

პრაქტიკულად ყოველდღიურად ჩვენ უამრავ კვერცხის ნაჭუჭს ვყრით და ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ის ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის უძლიერესი პროდუქტია.

პირველ რიგში კვერცხის ნაჭუჭი კალციუმის ნატურალური საბადოა. კალციუმის დეფიციტი იწვევს ძვლების სიმყიფეს, კბილების დაავადებებს, ფრჩხილების მტვრევას, თმის ცვენას, ბავშვებში რაქიტს. კალციუმის დეფიციტი შეგიძლიათ შეივსოთ ლიმონის წვენში ან წყალში გახსნილი კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილით.

კვერცხის ნაჭუჭის მიღება დაშვებულია 6 თვის ზემოთ ბავშვებისთვისაც.

პროდუქტი შეუდარებელია ალერგიის, გულძმარვის სამკურნალოდ. კალციუმით გაჯერებული წყალი ორგანიზმის გამწმენდი საშუალებაა. ფხვნილი აგრეთვე გამოიყენება კოსმეტოლოგიის ხაზით. მისგან მზადდება ასაკობრივი ნიღბები და აგრეთვე გამოიყენება პილინგისათვის.

როგორც უკვე ვნახეთ კვერცხის ნაჭუჭი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა.

კვერცხის მემბრანა-ნაჭუჭის თხელი  გარსი, რომელიც გამოყოფს კვერცხის შემადგენლობას ნაჭუჭისგან, მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით, ცილებით, კოლაგენით, ქონდროიტინით. კვერცხის ნაჭუჭის გარსი გაჯერებულია ისეთი შემადგენლობით, რომელიც სახსრების  სამკურნალოდ უძლიერესი საშუალებაა.

კვერცხის მემბრანის ფხვნილი რეკომენდებულია ასაკში მყოფი ადამიანებისთვის, როგორც ორგანიზმის გამაძლიერებელი, ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო, სახსრების რეგენერაციისათვის. ფხვნილი დაამატეთ საკვებს. ერთი თვის შემდეგ სახსრების მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება. ეფექტური შედეგისთვის ეს უძლიერესი ნატურალური პროდუქტი გამოიყენეთ ორი თვის განმავლობაში.

კოლაგენით გაჯერებული კვერცხის მემბრანა თქვენს კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობას, აჩერებს თმის ცვენას და კურნავს ფრჩხილებს. თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ გამაახალგაზრდავებელი კოლაგენური წყალი კოსმეტიკური პროცედურებისთვის. კვერცხის ნაჭუჭის გარსი კარგად გარეცხეთ, დადეთ ემალის თასზე და დაასხით წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე, დაახურეთ თავი და ადუღეთ დაახლოებით ერთი საათი. ნაყენი გააციეთ და გადაწურეთ.

მომზადებულ ხსნარით გააჯერეთ ხელსახოცი, დაიფინეთ სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 30 წუთი. პერიოდულად ხელსახოცი ნაყენით დაატენიანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. ყველა პროცედურის შემდეგ, სარკეში ჩახედვისას თქვენი თავის ხილვით  აღფრთოვანდებით.

კვერცხის მემბრანას შეუძლია დაზიანებული კანის სწრაფად აღდგენა, კურნავს ჭრილობებს, დამწვრობის, ნაკბენეს, კოჟრებს, გაციების დროს ტუჩებზე გაჩენილი გამონაყარს, მუწუკებს. კვერცხის ნაჭუჭის გარსი გლუვი მხრიდან დაიფინეთ დაზიანებულ ადგილზე, დაიტოვეთ 30 წუთი. პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე.

კვერცხის ნაჭუჭსა და მემბრანს ძალიან დიდ სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის.

ყურადღებით წაიკითხეთ სტატია და მეგობრებსაც გაუზიარეთ.