10 გზა თეთრი ენის სამკურნალოდ

ენის რეგულარულად გაწმენდით თქვენ ორგანიზმის დეტოქსიკაციას შეძლებთ. ენის გაწმენდა აუმჯობესებს გემოს რეცეპტორების სენსიტიურობას, თქვენი პირის სურნელს და ასევე გიცავთ ღრძილების დაავადებებისგანაც. ნახეთ როგორაა შესაძლებელი ამ ორგანოს ეფექტურად მოვლა:

ენაზე გაჩენილი თეთრი ნადების მდებარეობა პრობლემურ ორგანოზე მიგვითითებს:

ენის წვერზე გაჩენილი თეთრი ნადები სასუნთქი სისტემების დაავადებაზე მიგანიშნებთ. ენის შუა ზოლზე არსებული თეთრი ნადები გულის პრობლემებითაა გამოწვეული ხშირად, ხოლო ენის უკანა შუა ნაწილი მუცლის პრობლემების სიმპტომი გახლავთ. მარცხენა მხარის გათეთრება ღვიძლის დაავადებების ნიშანია, ხოლო მარჯვენა მხარეზე გაჩენილი თეთრი ნადები პანკრეასის დაავადებაზე მიგანიშნებთ. საერთო ჯამში თეთრი ნადების გაჩენა ასევე იმუნური სისტემის დასუსტების სიმპტომიც გახლავთ.

ენის გაწმენდის და დეზინფექციის ნატურალური მეთოდები

1. ნიორი

ნიორი პირში არსებულ ბაქტერიებს კლავს და ენას ათავისუფლებს მათგან.

2. ალოე ვერა

ალოე ანთების სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და ერთი კოვზი ალოე ვერას წვენის პირში გამოვლებით ენაზე არსებულ ბაქტერიებს ადვილად გაანადგურებთ.

3. მარილი

მარილი ენიდან ბაქტერიებს და კანის მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ. ამისთვის დაიყარეთ ენაზე ცოტა მარილი და გაიხეხეთ კბილის ჯაგრისის დახმარებით, შემდეგ კი გამოიბანეთ პირი წყლით.

4. ცედრა

ცედრა ანტისეპტიკური წამლის ეფექტით გამოირჩევა. შეურიეთ იგი ციტრუსის წვენში და მიღებული პასტით გაიხეხეთ კბილები 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

5. კიბილის ჯაგრისი

ნელა ჩამოიწმინდეთ ენა კბილის ჯაგრისით ზევიდან ქვევით, ძლიერი დაჭერის გარეშე.

6. დეზინფექცია მცენარეული ხსნარით და მარილით

მცენარეებს სამედიცინო თვისებები გააჩნიათ. აიღეთ 1 ს/კ გვირილა, 1 ს/კ პიტნა და 1 ს/კ სალბი, დაუმატეთ მათ ნაზავს ცოტაოდენი მუხის ქერქი და აურიეთ 4 ჭიქა ადუღებულ წყალში. გააგრილეთ და გაწურეთ ნაზავი, შემდეგ კი დაუმატეთ მას 1 ს/კ მარილი. გამოივლეთ პირში მიღებული ხსნარი დღეში ორჯერ, კბილების გამოხეხვის შემდეგ.

ენის მოვლის სწორი და არასწორი გზები

1. არ მოწიოთ

მოწევა ენის პაპილოების ანთებას და მასზე კანის მკვდარი უჯრედების დაგროვებას უწყობს ხელს.

2. არ დალიოთ ალკოჰოლი

ალკოჰოლი ასევე იწვევს ენის პაპილოების ანთებას და ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის დეჰიდრატაციას.

3. დალიეთ მეტი წყალი

დეჰიდრატაციას და პირის სიმშრალეს თეთრი ნადების გაჩენის სტიმულირება შეუძლია, რის გამოც ყოველდღე რეგულარულად უნდა დალიოთ წყლის მინიმალური რაოდენობა ამ პრობლემებისგან თავის დასაცავად.

4. გააუმჯობესეთ ორალური ჰიგიენა

ორალური ჰიგიენის ნორმების კარგად დაცვა პირში არსებული ბაქტერიების რაოდენობას შეამცირებს. ამისთვის აუცილებელია გაიწმინდოთ კბილები და ენაც ყოველი წამის შემდეგ – დილას და საღამოს.