შემოგთავაზებთ მარტივ საშუალებას, რომელსაც პირადად ვიყენებ და გავთავისუფლდი მტანჯველი ნახეთქებისგან.
ნახეთქები და გამომშრალი ქუსლები მტკივნეული და ძალიან უსიამოვნოა დასანახია. მარტივი და იაფი საშუალებებით, მაგალითად, როგორიცაა აბუსალათინის ზეთი და საკვები სოდა, შეგიძლიათ დაივიწყოთ ეს პრობლემა.
სოდა ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც კურნავს ფეხის ინფექციებს, არბილებს წყალს და კანისთვის საუკეთესო საშუალებაა.
ნატრუმის ბიკარბონატი ეფექტური საშუალებაა კანის პრობლემების მოსაგვარებლად.
ეს იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი საშუალება შეგიძლიათ რეგულარულად გამოიყენოთ, რათა უზრუნველყოთ ფეხების კანის სირბილე, სიმშრალე, გაიქროთ ნახეთქები, ინფექცია და სოკო.
აბუსალათინის ზეთი იდეალური საშუალებაა გამომშრალი კანის დასარბილებლად, ახორცებს ჭრილობებს და გაგათავისუფლებთ სოკოსგან. და სწორედ ამიტომ ამ ორი უძლიერესი კომპონენტის კომბინაცია მოგცემთ სწრაფ და ეფექტურ შედეგს.
თქვენ დგჭირდებათ:
- აბუსალათინის ზეთი 100 მლ
- E ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი 10 მლ
- A ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი 10 მლ
- სოდა 3 ს. კ.
- ზღვის მარილი 1 ს. კ.
- თბილი წყალი 4 ლიტრი
ინსტრუქცია:
- მოცემული იგრედიენტები (წყლის გარდა) აურიეთ, გადაიტანეთ მინის მუქ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივრის ქვედა თაროზე.
- ფეხები დაიბანეთ საპნით, გაიმშრალეთ და მომზადებული ნაზავის მცირე რაოდენობა შეიზილეთ, ამოიცვით ცელოფანი, ჩაიცვით წინდა და დაიტოვეთ 30-40 წუთი.
- ტაშტი გაავსეთ თბილი წყლით, დაამატეთ სოდა და მარილი. კარგად აურიეთ და 15-20 წუთი ჩაალბეთ ფეხები, შემდეგ კი პემზის ქვით დაიმუშავეთ. შემდეგ წაისვით მკვებავი მალამო ან აბუსალათინის ზეთი და ჩაიცვით ბამბის წინდა. რეკომენდებულია პროცედურა ჩაიტაროთ ძილის წინ, რათა მალამომ შეძლოს მოქმედება.
პირველი პროცდურის შემდეგ იგრძნობთ შედეგს.
თუ ნახეთქები ღრმაა პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში. 1 დღე დაისვენეთ და ისევ გააგრძელეთ მკურნალობა. შემდეგ კი ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ. თქვენი ფეხების კანი დარბილდება და გახდება ხავერდოვნი, გათავისუფლდებით ნახეთქებისა და კოჟრებისგან.
მოამზადეთ უმარტივესი რეცეპტი და დამერწმუნეთ, შედეგით გაოცდებით.