მუხლი ადამიანის ჩონჩხის ერთ-ერთი მთავარი სახსარია, რომლის წყალობითაც ვმოძრაობთ, დავრბივართ, ვხტუნავთ. ხოლო როცა მუხლი დაზიანებულია და სახსარი გაცვეთილია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა იჩენს თავს, ამიტომ უმჯობესია მკურნალობა დაიწყოთ ადრეულ ეტაპზე და აიცილოთ სავალალო შედეგები.
სახსრების ტკივილი ასაკის თანმხლები პროცესია. გვემატება ასაკი და იმატებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები. გარდა ასაკისა მუხლების დაზიანებას იწვევს ჭარბი წონაც, ამიტომ აუცილებელია ზედმეტი კილოგრამების მოშორება.
შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ სამუდამოდ აღმოვფხვრათ მუხლების ტკივილი.
საჭირო იგრედიენტები:
- კვერცხის გული
- მარილი 2 ჩ. კ.
- ელასტიური ბინტი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- კვერცხის გულს დაამატეთ მარილი და კარგად აურიეთ.
- მომზადებული მასის ნაწილი დაიტანეთ მარლის საფენზე, დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე და შეიხვიეთ ელასტიური ბინტით.
- საფენი გაიჩერეთ 2 საათი.
- საფენი დაიდეთ დღის განმავლობაში 4-ჯერ.
საშუალების შემადგენლობაში შემავალი ორივე იგრედიენტი უამრავი სასარგებლო თვისებით არის გაჯერებული. მარილი მდიდარია მაგნიუმით, რომელიც აღწევს კანში, ამცირებს ანთებით პროცესს, რაც იწვევს ტკივილის შემცირებას.
კვერცხის გული შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, მინერალებს, რომლებიც აღწევს კანში და აძლიერებს ქსოვილს, იოგებს და ძვლებს.
რეკომენდაციები:
- მუხლების ტკივილს შეგიმსუბუქებთ ყინული. დღის განმავლობაში 4-5-ჯერ დაიდეთ ყინული დაზიანებულ ადგილებზე.
- მდოგვის ეთერზეთით მსუბუქად დაიმასაჟეთ სახსარი. მდოგვი ეფექტური სანელებელია, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ამცირებს ანთებით პროცესს და აქრობს ტკივილს.
გამოიყენეთ ბუნებრივი იგრედიენტები და შეიმსუბუქეთ მტანჯველი ტკივილები.