ოხრახუშის წვენი ბუნებრივი წყაროა ვიტამინების, მინერალების, მიკროელემენტების. ის შეიცავს C, B, PP ვიტამინებს, რეტინოლს, კაროტინს, ნიკოტინის მჟავას, ბიოფლავონიდებს, რომელთაც აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება და ამაგრებს სისხლძარღვებს.
სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული ოხრახუშის წვენი საკმაოდ დაბალკალორიულია (100 გრ-47 კკალ), წვენის 85% წყლია, 8% ნახშირწყლები, 4% ცილები, მის შემადგენლობაში პრაქტიკულადარ არის ცხიმი.
ოხრახუშის სამკურნალო თვისებები
1. შარდმდენი ეფექტი
ოხრახუშის წვენი საშარდე გზების სამკურნალოდ უძლიერესი ბუნებრივი საშუალებაა. ოხრახუშის წვენი ორგანიზმს ეხმარება ზედმეტი სითხის გამოდევნაში და ამ გზით ორგანიზმს ნარჩენებისგან ასუფთავებს, აქვს მიკრობებისა და ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო ეფექტი.
2. ორგანიზმიდან ჭარბი მარილების გამოდევნა
ოხრახუშის წვენის რეგულარული და კარგად დოზირებული გამოყენება განაპირობებს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში არსებული სილისა და კენჭების გამოდევნას.
3. ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის მოწესრიგება
ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლების ნორმალურად ფუნქციონირებას, ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას.
4. უმადობა და ჰიპერტენზია
მისი გამოყენება სასარგებლოა უმადობის, დაბალი მჟავიანობისა და ჰიპერტენზიის დროს.
5. არეგულირებს წნევას
ოხრახუშის წვენს აქვს შაქრის დამწევი ეფექტი, ამიტომ ამ უძლიერეს ბუნებრივ საშუალებას ამატებენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებებულებების კვების რაციონს.
6. მენსტრუაციული ციკლი
ოხრახუშის ნაყენისა და ნედლი ჭარხლის წვენის რეგულარულად გამოყენება მოგიწესრიგებთ მენსტრუაციულ ციკლს და ხსნის სპაზმებს.
ყურადღება! ოხრახუშის წვენით მკურნალობის დროს საკვები რაციონიდან ამოიღეთ ხორცი, შაქარი, სახამებლის შემცველი პროდუქტები.
როგორ მოვამზადოთ ოხრახუშის წვენი?
- ახალდაკრეფილი ოხრახუშის კონა კარგად გარეცხეთ, ნახევარი საათის განმავლობაში ცივ წყალში ჩაალბეთ. შემდეგ გამოწურეთ წვენი წვენსაწურში.
- ოხრახუშის წვენი საკმაოდ კონცენტრირებულია, ამიტომ ის წყლით განაზავეთ.
- წვენი მომზადებისთანავე მიიღეთ, არ დაამატოთ მარილი, შაქარი. დალიეთ ყლუპყლუპობით და ცოტა ხნით პირში დააყოვნეთ.
- მიქსტურა მიიღეთ დღეში 1 ს. კ. ოდენობით. კარგი იქნება ოხრახუშისა და კიტრის ან სტაფილოს, ან ისპანახის, ან ნიახურის წვენის კომბინაცია.