ამ შამპუნს საკუთარი ხელით ვამზადებ და ვიყენებ, რათა თმა სქელი და ბზინვარე იყოს

მე უსიცოცხლო თმა მქონდა, მაგრამ საშინაო პირობებში მომზადებულმა შამპუნმა მას მბზინვარება და სილამაზე დაუბრუნა.

ვიტამინების ნამდვილი ბომბა

თმა-ქალის სილამაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.  მიუხედავად იმისა, რომ ზრუნავთ თმაზე, მაგრამ დროთა განმავლობაში არასწორი კვების, გარემო პირობების, ჰორმონალური დისბალანსისა და სტრესების შედეგად თმა კარგავს  მბზინვარებას, შრება, ცვივა და უხეშდება.

შემოგთავაზებთ უძლიერეს, ყველასთვის ხელმისაწვდომ საშუალებას, რომლის რეგულარული გამოყენება სასწაულ შედეგს მოგცემთ. თქვენი თმა გახდება მბზინვარე, მოემატება მოცულობა, შეგიწყდებათ თმის ცვენა.

საშინაო საშუალების ყველა იგრედიენტი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ. უბრალოდ ისინი აურიეთ და შამპუნი მზადაა. ვიტამინების ნამდვილი ბომბა, რომელიც აღადგენს თქვენს დაზიანებულ თმას.

საჭირო იგრედიენტები:

  • საბავშვო შამპუნი 100 მლ
  • თხევადი პანთენოლი 100 მლ
  • ქაფურის ზეთი 10 მლ
  • ვიტამინი B12  2 ამპულა
  • თხევადი A ვიტამინი  1 ჩ. კ.
  • თხევადი E ვიტამინი 1 ჩ. კ.

შედეგის ეფექტურობისთვის შამპუნი გამოიყენეთ 3 თვე. თავის კანზე დაიტანეთ შამპუნი, დაიმასაჟეთ და თმაზე კარგად შეიზილეთ. შედეგის ეფექტურობისთვის ცოტა ხნით დააყოვნეთ და შემდეგ დაიბანეთ. შეგიძლიათ, ბოლოს გადასავლებად ვაშლის ძმარი გაოიყენოთ.

მომაზადეთ ვიტამინების ნამდვილი ბომბა და თქვენი თმის სილამაზით ყველა აღაფრთოვანებთ.