თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი გარეგნობის ან უბრალოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაქვთ ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული რეცეპტი და აუცილებლად მოამზადეთ.
საჭირო იგრედიენტები:
- შვრიის ფანტელი 5 ს. კ.
- წყალი 5 ს. კ.
- რძე 1 ს. კ. ან ნაღები 1 ჩ. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ
- კაკალი ან ნუში 5 ცალი
მომზადების წესი:
- შვრიის ფანტელებს ღამით დაასხით გადადუღებული ცივი წყალი (შეგიძლიათ დილითაც მოამზადოთ, მაგრამ შვრიის ფანტელი 15-20 წუთი გააჩერეთ).
- დილით დაამატეთ რძე, თაფლი და კაკალი.
- კარგად აურიეთ და მიირთვით. ეცადეთ, რომ კარგად დაღეჭოთ.
- დაახლოებით 3 საათი არაფერი მიიღოთ (არც ყავა და ჩაი).
მიიღეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. ნაზავი ეფექტურად მოქმედებს თქვენს გარეგნულ იერზე, აუმჯობესებს სახის ფერს, კანს, თმას, ფრჩხილებს, წმენდს ორგანიზმს. ერთი სიტყვით, შეიძლება კუჭის სკრაბადაც ჩავთვალოთ.