ყველა ქალის ოცნებაა, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს ახალგაზრდული იერი, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების სტილი უარყოფითად მოქმედებს სახის კანზე.
- მუდმივი სტრესი
- უძილობა
- ქიმიური საშუალებების გამოყენება
- მზისა და ქარის მუდმივი ზემოქმედება
ეს ის მიზეზებია, რომლებიც გავლენს ახდენს სახის კანზე და ხშირად ადამიანი ასაკზე გაცილებით უფრო ხნიერად გამოიყურება.
ნატურალური და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტების წყალობით სახის კანის მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ და შეგიმცირდებათ უარყოფთი ზემოქმედებებეის შედეგები.
შემოგთავაზებთ ორ საოცრად ეფექტურ საშუალებას, რომელთა შედეგიც აღგაფრთოვანებთ.
ამ სუპერ ეფექტური საშუალებების ძირითადი იგრედიენტი კარტოფილია.
საჭირო იგრედიენტები:
- ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
- გახეხილი კარტოფილი 2 ს. კ.
- არაჟანი ან იოგურტი, ან კარაქი ½ ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- იგრედიენტები კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღბამდე.
- დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე, ყელზე, მკერდზე და წრიული მოძრაობებით დაიმასაჟეთ.
- ნიღაბი დაიტოვეთ 20 წუთი.
- ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
რადგან რეცეპტის ერთ-ერთი იგრედიენტი არის ლიმონი ნიღაბი გიკეთეთ ღამით და მზის სხივებს აარიდეთ თავი.
საჭირო იგრედიენტები:
- გახეხილი ნედლი კარტოფილი 1 ს. კ.
- კვერცხი 1 ცალი (ცილა)
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ცილა კარგად ათქვიფეთ და დაამატეთ გახეხილი კარტოფილი.
- ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილი სახის, მკერდისა და ყელის ზონაზე, დააყოვნეთ 15 წუთი.
- ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
დაიმახსოვრეთ, როცა ახალ საშუალებას იყენებთ, აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე. ეს ეხება ყველა რეცეპტს.
- დაიტანეთ მომზადებული მასის მცირე ნაწილი იდაყვის შიგნით.
- დაელოდეთ 20 წუთი. ალერგიული რეაქცია თუ არ გამოიკვეთა, მაშინ ნიღაბი გამოიყენეთ.
შემოთავაზებული რეცეპტებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და ხელმისაწვდომი ნიღაბის რეცეპტი. თავდაპირველად ნიღაბი წაისვით პირველი სამი დღე, შემდეგ კი კვირაში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში.
გამოიყენეთ ეს უმარტივესი ნიღბები. შედეგი აღგაფრთოვანებთ და კიდევ დიდხანს ისიამოვნებთ თქვენი სილამაზით.