ცხოვრებაში უამრავი სიურპრიზი შეიძლება გადაგვხვდეს: მოულოდნელი მივლინება, ძველი მეგობრის ქორწილი, საკუთარი ნიშნობა და ა.ს ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ კანის სწრაფად გალამაზების ხერხები და სხეულის ფორმების გაუმჯობესების სწრაფი ხრიკები. ამ სტატიაში გასწავლით იმას, თუ რა უნდა გააკეთოთ მაშინ, როდესაც სპეციალურ დღემდე ცოტა დროა დარჩენილი:
2 კვირა. წონაში დაკლება:
2 კვირაში რამდენიმე კილოს დაკლებაა შესაძლებელი, თუ დღიურად მიღებული კალორიების რაოდენობას 1000-მდე შეამცირებთ. ამისათვის უნდა გაავსოთ თქვენი მენიუ ბოსტნეულით, ხილით, მარცვლეულით, თევზით და ხორცით. არ დაგავიწყდეთ მინიმუმ 2 ლიტრა წყლის დალევა დღეში.
1 კვირა. შეავიწროვეთ წელი და გააუმჯობესეთ კანის მდგომარეობა:
წონის დაკლება 7 დღეში შესაძლებელია სამი ტიპის საჭმლის დახმარებით: ციტრუსოვანი ხილი, ანანასი და პროტეინი. ციტრუსები შეიცავენ დიდი რაოდენობით ხილის მჟავებს, რაც შლის ცხიმებს და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან. ვიტამინით მდიდარი ხილი ასევე აუმჯობესებს თქვენს იმუნიტენს და საერთო ჯანმრთელობას. ანანასი ბრომელაინს შეიცავს, რა ნივთიერებასაც ასევე ცხიმების დაშლა შეუძლია. პროტეინები ასეთი დიეტის დროს საკმარის ენერგიას მოგცემენ. იდეალური შედეგის მისაღებად სჯობს ამ შვიდი დღის მანძილზე დაივიწყოთ ნახშირწყლები და ცხიმები.
3 დღე. მუცლის დაპატარევება:
მუცლის არედან ზედმეტი ცხიმების მოშორება რამდენიმე ხერხით შეგიძლიათ:
- დალიეთ 200 მლ. სტაფილოს და ვაშლის წვენის ნაზავი დღეში ექვსჯერ. ეს ორგანიზმს საკმარისი ვიტამინებით და მინერალებით აავსებს.
- საუზმისთვის და ლანჩისთვის მოამზადეთ 1 მოხარშული კვერცხის, 1 ს/კ მაწონის და 1 გახეხილი სტაფილოს ნაზავი. ვახშამზე მიირთვით მწვანე ჩაი უშაქროდ.
2 დღე. ორგანიზმის გაწმენდა:
- საუზმეზე მიირთვით ანანასი, რასაც შეგიძლიათ დაუმატოთ ციტრუსოვანი ხილი ან ყავა, შაქრის მაგივრად ლიმონის დანამატით.
- დღის განმავლობაში ჩვეული სასმელები ჩაანაცვლეთ პიტნიანი და ლიმონიანი ერთი ჭიქა ცხელი წყლით. ლანჩზე უნდა მიირთვათ ბოლოკი, სტაფილო და კომბოსტო. დაძინებამდე ასევე სჯობს მიიღოთ ერთი ჭიქა წყალი ლიმონთან ერთად.
1 დღე. მოიშორეთ ზედმეტი წყალი:
- როდესაც მხოლოდ რამდენიმე საათი გაქვთ დარჩენილი ფორმაში ჩასადგომად, მაშინ თქვენ ბოსტნეული და ქატო გადაგარჩენთ. დილით ნაჭამი 5-6 კოვზი ქატო იოგურტთან ერთად ძალიან გამოასუფთავებს თქვენს ორგანიზმს და ნაწლავებს შიგნიდან.
- მოხარშეთ 1.5 კილო ბოსტნეული და გადაანაწილეთ 5-6 ნაწილად საჭმელად. მიირთვით რეგულარული ინტერვალებით და ასეთი მოქმედება სხეულიდან ზედმეტი წყლების გამოდევნაში დაგეხმარებათ. ეს საუკეთესო ვარიანტია, რადგან ცხიმების მოშორებას უფრო მეტი დრო სჭირდება.
აუცილებელია დაიმახსოვროთ, რომ ასეთი მეთოდები მხოლოდ აღნიშნული ვადების ფარგლებში გამოსაყენებლადაა რეკომენდირებული. დიდი ხნით დაბალკალორიული დიეტის დაცვა ან მშიერზე მჟავე პროდუქტების მიღება შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.