დაიწყეთ დილა ამ საუზმეთი, რათა მოიშოროთ გაბერილი მუცელი

0
7056

თუ მუცლის ზონაში გაწუხებთ ზედმეტი ცხიმები,  შემოგთავაზებთ ბუნებრივი საშუალებებით გაჯერებული  ნაზავის რეცეპტს, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ნაზავი საოცრად ეფექტური და სასარგებლოა, რადგან გაჯერებულია ვიტამინებითა და მინერალებით, რომელიც ასევე ხელს უწყობს თმის ზრდას და სახისთვის ლამაზი ფერის დაბრუნებას.

ამ ნატურალურ საშუალებას შეუძლია დაარეგულიროს ნივთიერებათა ცვლის პრობლემა და გააძლიეროს იმუნური სისტემა. აგრეთვე ამ საუზმის წყალობით შეგიძლიათ გაიწმინდოთ ნაწლავები. გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან და სიმსუქნისგან. ამ საშუალების წყალობით თქვენ შგიძლიათ თვეში 2-3 კილოგრამამდე დაიკლოთ. შედეგი ყველაზე ეფექტური იქნება მუცლის არეალში დაგროვილი ცხიმების მოსაშორებლად.

მე ამ რეცეპტის მიხედით მომზადებულ ნაზავს 2 თვის განმავლობაში მივირთმევდი და 7 კგ. დავიკელი და ამასთან ერთად საგრძნობლად გამიუმჯობესდა თმის, სახის კანისა და ფრჩხილების მდგომარეობა.

საჭირო იგრედიენტები:

  • შავი ქლიავი 5-6 ცალი
  • კეფირი 1 ჩ. ჭ.  ან მსუბუქი იოგურტი
  • სელის თესლის ზეთი 2 ს. კ.
  • შვრიის ფანტელები 2 ს. კ.
  • კაკაოს ფხვნილი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. საუზმეს მომზადება საღამოს უნდა დაიწყოთ. შავი ქლიავი 10-15 წუთი დაალბეთ 100 მლ ადუღებული წყალში.
  2. ცალკე თასში აურიეთ კაკაო, სელის ზეთი და შვრიის ფანტელები.
  3. დაამატეთ კეფირი და კარგად აურიეთ.
  4. დაჭერით შავი ქლიავი და დაამატეთ დანარჩენ იგრედიენტებს.
  5. ყველაფერი კარგად აურიეთ და შედეთ მაცივარში. დილით კი ისიამოვნეთ ჯანსაღი საუზმით.

მიირთვით რეცეპტის მიხედვით მომზადებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here