შემოგთავაზებთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. მოამზადეთ ფუმფულა, ჰაეროვანი, უნაზესი ტორტ-სუფლე, ,,ჩიტის რძე“, და გემრიელად მიირთვით!
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 3 ცალი
- ფქვილი 150 გრ
- გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
- შაქარი 120 გრ
- კაკაო 5 ს. კ.
მომზადების წესი:
- ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი აურიეთ.
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე, თანდათან დაამატეთ ფქვილიანი ნარევი. ურევთ კოვზით ან ნიჩაბით.
- საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.
სუფლეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 5 ცალი კვერცხის ცილა
- შაქრის ფხვნილი 200 გრ
- ჟელატინი 10 გრ
- წყალი 100 მლ
- ვანილი მწიკვი
- ლიმონმჟავა მწიკვი
მომზადების წესი:
- ჟელატინს დაასხით წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ ჟელატინის გადნობამდე დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ (არ აადუღოთ).
- ცილას დაამატეთ მწიკვი ვანილი, მწიკვი ლიმონმჟავა და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. თანდათან შეათქვიფეთ შაქრის ფხვნილი და გაგრილებული ჟელატინი.
- ბისკვიტი დანამეთ ლიქიორით ან კონიაკით და მომზადებული სუფლე თანაბრად გაანაწილეთ.
- შეგიძლიათ ბისკვიტი ორ არათანაბარ ნაწილად გაყოთ. სქელ ფენაზე გაანაწილეთ სუფლე, ხოლო თხელი ფენა ზემოდან დაადეთ სუფლეს.
- მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ ბისკვიტს ჯერ მოხარშული შესქელებული რძე წაუსვათ და შემდეგ_ სუფლე. მაგრამ შეამცირეთ შაქრის ფხვნილის რაოდენობა.
- ნამცხვარი რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.
მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შოკოლადი 150 გრ
- კარაქი 50 გრ
სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ კარაქი, დატეხილი შოკოლადი და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. მომზადებული მასა გაანაწილეთ სუფლეზე.
გემრიელად მიირთვით ისიამოვნეთ!