ამ ნიღაბს დღემდე ვემადლიერები, რადგან ღრმა ნაოჭებიც კი ნაკლებად შესამჩნევი გახდა

ამ საშუალებას მუდმივი ახალგაზრდობის ნიღაბს, იგივე შეჰერაზადას ეძახიან.

უკვე წლებია ნიღაბი დიდი პოპულარობით სარგებლობს აღმოსავლეთის ლამაზმანებს შორის. მისი საიდუმლო მწყრის კვერცხია. სწორედ ეს ბუნებრივი საშუალება ანიჭებს ნიღაბს ჯადოსნურ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს. ის კანზე ინტენსიურად მოქმედებს და არ აძლევს ნაოჭებს წარმოქმნის საშუალებას, მაგრამ თუ უკვე თქვენს სახეზე გაჩნდა განგაშის ხაზები, ნიღაბი უკვალოდ აქრობს წვრილ ნაოჭებს, ხოლო ღრმას-ამცირებს.

მწყრის კვერცხი-სასარგებლო ნივთიერებების წყაროა. მწყრის კვერცხი ქათმის კვერცხზე ბევრად უფრო მეტ ვიტამინსა და ამონომჟავას შეიცავს. თუ გსურთ, რომ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა, ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთელ. თქვენი კანი იბრწყინებს და თანატოლებზე ბევრად უფრო ახალგაზრდული იერი გექნებათ.

ნიღაბი ნორმალური და კომბინირებული კანისთვის

საჭირო იგრედიენტები:

  • მწყრის კვერცხი 2 ცალი
  • ლიმონის წვენი რამდენიმე წვეთი
  • ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აურიეთ ყველა იგრედიენტი.
  2. გაიწმინდეთ სახე ლოსიონით.
  3. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. არ შეიმშრალოთ, შეიშრეთ და დატენიანებულ კანზე წაისვით ნიღაბი.
  5. ნიღაბი დაიყოვნეთ 20 წუთი.
  6. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  7. სხვადასხვა ტიპის კანზე გამოიყენეთ იგივე ნიღაბი, მაგრამ შეცვალეთ იგრედიენტები.
  8. მშრალი კანისთვის რეცეპტიდან ამოიღეთ ლიმონის წვენი.
  9. ცხიმიანი კანისთვის შემადგენლობიდან ამოიღეთ ზეითუნის ზეთი.

გამოიყენეთ ეს ჯადოსნური საშუალება და ახალგაზრდული იერი დიდი ხნით შეინარჩუნეთ.