ბებიის მეთოდით მტკივანი სახსრები მოვრიჩინე, ეს საშუალება კი ბევრს ვასწავლე

1006

ბებიაჩემი ყოველთვის მაოცებდა თავისი მხნეობითა და სიყოჩაღით. 82 წლის ნაშრომ-ნაჯაფმა ქალბატონმა არც კი იცოდა რა იყო სახსრების ტკივილი, არ აწუხებდა ფეხებში სიმძიმე და ხერხემალი. ამის მიზეზი კი მისი საოცარი ნაყენი იყო.

ამ უძლიერეს სამკურნალო საშუალებაზე ეფექტური ჯერ არაფერი მინახავს. ერთხელ კისერი ისე ამტკივდა, რომ დაჯდომაც კი არ შემეძლო. ბებიამ თავისი ჯადოსნური ნაყენი შემომთავაზა. არ დაიჯერებთ, მაგრამ 2 დღის შემდეგ საშინელ ტკივილს თავი დავაღწიე. ისეთი შვება ვიგრძენი, თითქოს მხრებიდან ქვებით სავსე ტომარა მომხსნეს. 4 დღის შემდეგ კი საერთოდ აღარ მახსოვდა, რომ ოდესღაც კისერი მტკიოდა.

შემოგთავაზებთ ამ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს.

ის კურნავს რადიკულიტს, ართრიტს, ართროზს, ოსტეოქონდროზს-ყველაფერს რაც უკავშირდება სახსრებსა და ძვლოვან ქსოვილებს.

საჭირო იგრედიენტები:

  • სპირტი 300 გრ
  • ქაფურის სპირტი 10 მლ
  • იოდი 1 ბოთლი
  • ანალგინი 10 აბი

მოცემული იგრედიენტები აურიეთ, დაამატეთ დაფხვნილი ანალგინი და 21 დღით შეინახეთ ბნელ ადგილზე.

ნაყენი გამოიყენეთ ძილის წინ, შეიზილეთ მტკივნეულ ადგილზე, შალის ნაჭრით შეიხვიეთ და დაწექით დასაძინებლად. გარეთ თუ არ გადიხართ, შეგიძლიათ დილითაც შეიზილოთ. 10 დღე გამოიყენეთ, შემდეგ 5 დღე დაისვენეთ და თუ ტკივილები ისევ შეგაწუხებთ, კვლავ გააგრძელეთ პროცედურები.

მოამზადეთ უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალება, რომელიც ძალიან იაფი დაგიჯდებათ და ნუ დაიტვირთავთ თავს ქიმიური მედიკამენტებით.