
ხალხური მედიცინის რეცეპტის მიხედვით მომზადებული წამალი, რომელსაც სტატიაში შემოგთავაზებთ 90 %-ით აგაცილებთ კანის პრობლემებს. გარდა გარეგანი მზრუნველობისა კანი საჭიროებს შინაგან მკურნალობასაც.
კანი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი ორგანოა, რომელიც ძალიან ნაზი და დაუცველია, ამიტომ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ მასზე.
კანი ორგანოა, რომელიც პირველი გვამცნობს სიბერის მოახლოებას. ასაკთან ერთად სახის კანზე გაჩენილი წვრილ-წვრილი ნაოჭები შიშის ზარს გვცემს. სამწუხაროდ, ნაოჭები ახალგაზრდებსაც უჩნდებათ, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მთელი რიგი მიზეზებითა და არაჯანსაღი ეკოლოგიური პირობებისგან.
იგრძნობენ რა ქალბატონები მოახლოებულ საფრთხეს, იწყებენ ზრუნვას, რათა თავი დააღწიონ სიბერის მაუწყებელ საგანგაშო ხაზებს. ისინი ფულს არ იშურებენ ძვირადღირებულ ნაოჭების საწინააღმდეგო მალამოებში, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ აღწევენ სასურველ შედეგს და ზოგჯერ სარგებელზე მეტად ზიანდებიან.
საბედნიეროდ, არსებობს უამრავი ხალხური საშუალება, რომლებიც მოგიგვარებთ ამ პრობლემას. სტატიაში შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტს.
საჭირო იგრედიენტები:
- ნიორი 3 კბილი
- ლიმონი 4 ცალი
- თაფლი 10 ს. კ.
- სელის ზეთი 200 გრ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ნიორი და ლიმონი წვრილად დაჭერით და მოათავსეთ ქილაში, დაამატეთ თაფლი, სელის ზეთი, ხის კოვზით მოურიეთ, თავი კარგად დაახურეთ და შედეთ მაცივარში.
თქვენი კანის გამოსაკვებად და მრავალი პრობლემისთვის თავის ასარიდებლად ყოველ დღე მიირთვით მომზადებული ნაზავის 1 ს. კ.
მედიკამენტის რეგულარულად გამოყენება ხელს შეუწყობს ნაოჭების გასწორებას, აგარიდებთ გამონაყარს, პიგმენტურ ლაქებსა და კანის სხვა პრობლემებს.
გამოიყენეთ ხალხური მედიცინის ნატურალური იგრედიენტებით გაჯერებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.