როგორ გავათეთროთ თეთრი ნივთები ქიმიური გამათეთრებლების გამოყენების გარეშე

დედამთილის რჩევით, მოვამზადე მათეთრებელი, რომლის ეფექტმა გამაოცა. ასეთი 100 %-იანი შედეგი ჯერ არ მიმიღია, როგორი ძვირადღირებული საშუალებები არ გამომიყენებია. ყველა ძნელადმოსაშორებელი ლაქა გაქრა, ფერი კი გასაოცარი სიქათქათით თვალს მოგჭრიდათ.

მინდა, რომ ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ. მოსამზადებლად ძალიან პრიმიტიულია და იგრედიენტიც გაგაოცებთ.

  1. აიღეთ 2 ს. კ. ჩვეულებრივი მდოგვის ფხვნილი. გააჯერეთ 1 ლ ცხელი წყლით და ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ გაფილტრეთ და გააზავეთ საჭირო რაოდენობის წყალში.
  2. სამზარეულოს ტილოებს და სხვა ნივთებს, რომლებზედაც ცხიმის ლაქებია საოცრად ათეთრებს. ჭუჭყიანი ნივთები ჩაალბეთ მდოგვიან წყალში და დილით ჩვეულებრივად გარეცხეთ. შედეგი გაგაოცებთ.
  3. შეგიძლიათ თქვენს სარეცხის მანქანაში ფხვნილის ნაცვლად 50 გრ მდოგვის ფხვნილი ჩაყაროთ. ტემპერატურა 40 გრადუს არ უნდა აღემატებოდეს. ეფექტურ შედეგს მიიღებთ. თქვენს ნივთებს სურნელიც კი საოცარი ექნება. თუ ნივთი ძალიან არის დალაქავებული, მაშინ ჯერ ლაქაზე წაუსვით წყალში გახსნილი მდოგვის ფხვნილი და შემდეგ გარეცხეთ.
  4. თეთრი ნივთები დროთა განმავლობაში ყვითლდება. თუ გსურთ, რომ მათ დაუბრუნდეთ სიქათქათე, ჩაალბეთ ნიშადირის სპირტით გაჯერებულ წყალში.
  5. შალისა და აბრეშუმის თეთრი სამოსი ან ნებისმიერი სხვა ნივთი ჩაალბეთ ხსნარში, რომელსაც შემდეგი იგრედიენტებით მოამზადებთ. 10 ლ წყალში ჩაყარეთ 50 გრ სარეცხი ფხვნილი, 6 ს. კ. მარილი, დაამატეთ 1 ს. კ. ნიშადურის სპირტი და ამდენივე წყალბადის ზეჟანგი. სამოსი ჩაალბეთ 5 საათით და შემდეგ კი დელიკატური რეცხვის რეჟიმზე გარეცხეთ.
  6. მაისურები და წინდები ჩაალბეთ თბილ წყალში, დაამატეთ 2 ს. კ. ბორის მჟავა. ეს ნარევი ეფექტური საშუალებაა სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის. შემდეგ კი ჩვეულებრივად გარეცხეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და მეგობრებსაც გაუზიარეთ.