როგორ მოვამზადოთ და მივირთვათ ტუტე წყალი. ის გაგათავისუფლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან და აგავსებთ ენერგიით

0
224

წყალი ადამიანის ორგანიზმისთვის მთავარი მაცოცხლებელი ძალაა, ამიტომ ვალდებული ვართ რეგულარულად მივიღოთ წყალი, რადგან ეს მადლიანი სითხე ორგანიზმს ავსებს ენერგიით, ამცირებს საკვების მოთხოვნას და გვეხმარება მრავალი პრობლემის გადაჭრაში.

გირჩევთ, გაღვიძებისთანავე მიიღოთ 2 ჭიქა გაფილტრული ტუტე წყალი, რადგან ღამით ხდება ორგანიზმის გაუწყლოება, სხეული კარგავს წყალს.

თუ გაღვიძებისთანავე მიიღებთ ყავას, ეს მთელი დღის განმავლობაში ხელს შეუწყობს ორგანიზმის შემდგომ გაუწყლოებას.

ონკანის წყალი დატვირთულია ანტიბიოტიკებით, ჰორმონებით, ქლორით და სხვა მეტალებით. დაბინძურებული წყალი უამრავ სხვადასხვა დაავადებას იწვევს, აქვეითებს იმუნურ სისტემას. გირჩევთ, დასალევად წყაროს წყალი გამოიყენოთ.

სტატიაში შემოგთავაზებთ ორგანიზმისთვის აუცილებელი ტუტე წყლის რეცეპტს, რომელიც მიიღეთ გაღვიძებისთანავე და შეივსეთ სითხის დანაკლისი.

საჭირო იგრედიენტები:

  • ჰიმალაის ვარდისფერი მარილი 1 ჩ. კ.
  • ლიმონი 1 ცალი
  • გაფილტრული წყალი 2 ლ

მომზადების წესი:

  1. ლიმონი 8 თანაბარ ნაწილად გაჭერით დაამატეთ წყალს.
  2. შემდეგ დაამატეთ ჰიმალაის მარილი.
  3. მთელი ღამით დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.

დილით, გაღვიძებისთანავე, მიიღეთ 2 ჭიქა ტუტე წყალი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

დაიმახსოვრეთ, მაღალი წნევის მატრებელი ადამიანებისთვის ამ საშუალების გამოყენება არ შეიძლება.