რატომ უნდა მივირთვათ ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი ყოველ დილას, უზმოზე

0
3239

ზეითუნის ზეთი შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას თუ რა სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის ზეითუნის ზეთის მშიერ კუჭზე მიღებას.

ზეითუნის ზეთი სასარგებლოა მსხვილი ნაწლავისთვის და ფრიად ეფექტურია იმ ადამიანთათვის, რომლებიც იტანჯებიან ყაბზობით.

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მშიერ კუჭზე მიღებული ზეითუნის ზეთი იცავს უჯრედებს მუტაციისგან, რომელიც შეიძლება სიმსივნის გამომწვევიც იყოს.

ზეითუნის ზეთი სასარგებლოა კანისთვის, ფრჩხილებისთვის, ძვლებისთვის, ანიჭებს მათ ჯანმრთელ იერსა და მბზინვარებას.

ცნობილია, რომ ეს უძლიერესი, ნატურალური, სამკურნალო საშუალება სახისა და თმის ნიღბების მოსამზადებლად შეუცვლელი იგრედიენტია.

ზეითუნის ზეთი ეფექტურია როგორც გარეგანი გამოყენებისთვის, ასევ-შინაგანი.

ზეითუნის ზეთი წმენდს ღვიძლს. თუ ზეითუნის ზეთს იღებთ უზმოზე, ჩათვალეთ, რომ თქვენი შინაგანი ორგანოები ფუნქციონირებს ნორმალურად და გამოდევნის ტოქსინებს.

საბედნიეროდ, ზეითუნის ზეთი ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას. იმისათვის რომ საუკეთესო შდეგი მიიღოთ, 2 ს. კ. ზეითუნის ზეთს დაამატეთ მეოთხედი ლიმონის წვენი და მიიღეთ დილით მშიერ კუჭზე.

წონის კორექციისათვის ზეითუნის ზეთი ეფექტური საშუალებაა. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3-ს და სხვა სასარგებლო ცხიმებს, რომლებიც თავს დანაყრებულად გაგრძნობინებთ და ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, რაც აუცილებელია  ჯანმრთელობისათვის.

ზეითუნის ზეთი სხვა ზეთების კარგი შემცვლელია. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას.

უძლიერესი სამკურნალო საშუალება იცავს გულს დაავადებებისგან. არესობოს ქოლესტერინის ორი ტიპი: კარგი და ცუდი. ზეითუნის ზეთი დატვირთულია ჯანსაღი ცხიმებით, რომლებიც ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს.

თქვენი კვების რაციონს დაამატეთ ზეითუნის ზეთი და დაიცავით გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობა.

ზეითუნის ზეთი ამცირებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც აკონტროლებს და ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ მისი მიღება სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულ ადამიანთათვის.

ზეითუნის ზეთი იცავს ტვინს სერიოზული დაავადებებისგან, როგორიცაა ალცჰაიმერი, აუმჯობესებს მეხსიერებას და ამცირებს დეპრესიის რისკს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here