თუ ყოველდღიურად სახეს ვაშლის ძმრით დაიბანთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს

0
885

სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას თუ რა სარგებლობა მოაქვს ვაშლის ძმარს სახის კანისთვის.

ვაშლის ძმარს შეუძლია ამ საკითხთან დაკავშირებული  მრავალი პრობლემა მოგიგვაროთ. ის შეიძლება ნამდვილი პანაცეა იყოს სახის კანისთვის , რადგან მის შემადგენლობაში შედის პექტინი, მინერალები და ფერმენტები, რომლებსაც შეუძლია წლებთან ერთად დაკარგული ბალანსის აღდგენა.

პრობლემური კანი, ნაადრევი დაბერება, ასაკობრივი ლაქები და კიდევ მთელი რიგი სხვა პრობლემები, რომელთაც მოგიგვარებთ ვაშლის ძმარი.

როგორ მოქმედებს ვაშლის ძმარი?

ეს საოცარი სითხე ფლობს ანტიბაქტერიულ, სოკოსა და ვირუსების  საწინააღმდეგო ეფექტს. ხსნის ფორებს, ღრმად აღწევს კანში, წმენდს მას და ათავისუფლებს ანთებითი პროცესებისგან. ვაშლის ძმარი ეხმარება კანის PH დონის მოწესრიგებაში, ებრძვის როგორც ძლიერ ცხიმიანობას, ასევე კანის სიმშრალეს. ვაშლის ძმარი საუკეთესო დამხმარეა ფერიმჭამელებისა და სხვადასხვა სახის გამონაყარის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ვაშლის ძმრის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქსიდი   ეფექტურად მოგაშორებთ კანის მკვდარ უჯრედებს და მასთან ერთად მიმიკურ ნაოჭებსაც.

ვაშლის ძმრისა და წყლის ნარევში გაჯერებული საფენის  რამენიმე კვირის განმავლობაში გამოყენება გაგიღიავებთ პიგმენტურ ლაქებს. საფენი დაიდეთ 30 წუთით.

როგორ შევარჩიოთ ვაშლის ძმარი

კარგი იქნება თუ ამჯობინებთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით და არა ქიმიური სასუქით გაზრდილი ვაშლისგან დამზადებულ  ძმარს. ამ პროდუქტის შეძენის დროს აუცილებლად დაუკვირდით ეტიკეტს და გაარკვიეთ, არის თუ არა ის, თქვენთვის საჭირო წესით მომზადებული.

როდესაც მაღაზიის თაროებზე ჩამწკრივებული ოქროსფერი სითხით სავსე ბოთლებიდან აპირებთ არჩევანის გაკეთებას, აირჩიეთ ის ბოთლი, რომლის ბოლოსაც ნარჩენია დალექილი. ეს იმას ნიშნავს, პროდუქტი არ დაემორჩილა აგრესიულ ფილტრაციას.

სახის გაწმენდა ვაშლის ძმრით

  1. აიღეთ თანაბარი რაოდენობით ვაშლის ძმარი და წყალი, გააზავეთ, რადგან სუფთა ძმარი ძალიან ძლიერია და შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. შემდეგ სახე დაიბანეთ მიღებული ნაზავით. პროცედურიდან 5 წუთის შემდეგ კი სახე კარგად დაიბანეთ თბილი წყლით.
  2. გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე. ამისთვის საკმარისია სულ ცოტა ხსნარი დაიტანოთ მაჯაზე. თუ კანი არ გაგიწითლდათ და არ დაგეწყოთ ქავილი, შეგიძლიათ გადახვიდეთ პროცედურაზე. ეს რეცეპტი საშუალებას გაძლევთ თქვენი კანის მგრძნობელობის მიხედვით შეცვალოთ იგრედიენტების თანაფარდობა.
  3. კანის გაწმენდის შემდეგ, ვაშლის ძმრისა და წყლის ნარევი გამოიყენეთ როგორც ჩვეულებრივი ლოსიონი და გაიწმინდეთ სახის კანი. 5 დღის შემდეგ უკვე იხილავთ შედეგს და ისიამოვნებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here