ეს საკვები პროდუქტები დაგიცავთ გულის დაავადებებისგან და გაგიწმენდთ სისხლს

1965

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ უმკლავდება გულის შეტევას, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვებში გაჩენილი საცობებისა და სტრესებისგან.

იმისათვის, რომ თავი დავიცვათ მოსალოდნელი საფრთხისგან და აირიდოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, აუციელებელია ახალგაზრდობის ასაკიდან ყურადღება მიაქციოთ კვებას. ზოგიერთ პროდუქტს შეუძლია აგარიდოთ სისხლძარღვთა პრობლემები.

ორაგული

ნებისმიერი ცხიმიანი სახეობის თევზი ძალიან სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის. ამ უგემრიელეს პროდუქტს შეუძლია არტერიების გაწმენდა.

ფორთოხლის წვენი

ფორთოხლის წვენი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც წმენდს სისხლძარღვებს და ამცირებს წნევას.

ყავა

დღეში 2-4 ფინჯანი ყავა დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე, მაგრამ ყავის ზედმეტმა მოხმარებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.

კაკალი

კაკალი-სასარგებლო ცხიმების ნამდვილი წყაროა, რომლებიც შესამჩნევად ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ეხმარება სისხლძარღვებს ნორმალურად ფუნქციონირებაში და აუმჯობესებს მეხსიერებას. კაკალი და ნუში განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის.

მიირთვით დღეში ერთი მუჭა კაკალი და გაიუმჯობესეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირება.

ხურმა

,,ღვთიური ხილი“ , რომელიც გაჯერებულია საოცარი თვისებებით. ხურმა ეფექტურად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

კურკუმა

ინდოელები ტყუილუბრალოდ კი არ ამატებენ ამ პროდუქტს თითქმის ყველა კერძს. კურკუმა ძალიან სასარგებლო სანელებელია, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი ამშვიდებს და ამავე დროს გავსებთ ენერგიით. ის უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ასწრაფებს მეტაბოლიზმს.

საზამთრო

ეს ვებერთელა ბაღჩეული აზოტის ოქსიდთან ერთად საოცრებებს ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობისთვის.

ყველი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია ზომიერი რაოდენობით მიღებული ხარისხიანი ყველი შეგიმცირებთ წნევას და ქოლესტერინის დონეს.

ზღვის კომბოსტო

ზღვის კომბოსტო მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, პროტეინებითა და ანტიოქსიდანტებით. მასზე სასარგებლო პროდუქტი მსოფლიოში არ არსებობს. ადამიანებს, რომლებიც იყენებენ ამ მეტად სასარგებლო პროდუქტს, დაახლოებით 15 %-ით უმცირდებათ ქოლესტერინის დონე.

მოცვი

მოცვი არ გამოირჩევა ტკბილი გემოთი, მაგრამ 40 %-ით ამცირებს ქოლესტერინის დონეს. რამდენიმე ჭიქა მოცვის წვენისთვის გული მადლობას გადაგიხდით.

დარიჩინი

დღეში 1 ჩ. კ. დარიჩინი ეფექტურად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე. ამ სანელებლის კერძისთვის დამატება სასარგებლოც არის და გემრიელიც.

ბროწეული

ბროწეული გაჯერებულია დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებით , რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ისპანახი

ისპანახი მდიდარია კალიუმით, მჟავებით, რკინით, რომლებიც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და  აფერხებენ გულის შეტევას.

ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთს აქტიურად მოიხმარენ იტალიელები, ბერძნები და ამიტომაც გამორჩეულად დიდხანს ცოცხლობენ. ზეითუნის ზეითის რეგულარულად გამოყენება 41 %-ით ამცირებს გულის შეტევათა რისკს. გემრიელიც არის და სასარგებლოც.

ბროკოლი

ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებებს დამსახურებულად ვერ აფასებენ. იგი მდიდარია K ვიტამინით, ეს ბოსტნეული ახდენს საოცრებებს. ეფექტურად წევს წნევას და ქოლესტერინის დონეს.

ავოკადო

ძალიან სასარგებლო ხილია, რომელიც სწრაფად განაყრებთ და ეფექტურად ებრძვის გულის უკმარისობას.

სატაცური

სატაცური ქოლესტერინის წინააღმდეგ ეფექტურია, აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას, ამიტომ  დაამატეთ თქვენს რაციონს ეს საოცრება.

აუცილებლად გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.