გსურთ, რომ დიდ ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა? სტატიაში შემოთავაზებული ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული რეცეპტი დაგეხმარებათ, რომ მუდმივად ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. საკმარისია უგემრიელესი სასმელის 1 ჩ. კ. დღეში და მისი დახმარებით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე.
ეფექტი გაგაოცებთ. თუ საშუალებას გამოიყენებთ რეგულარულად და წელიწადში 2-ჯერ ჩაიტარებთ მკურნალობის კურსს, 45 წლის ასაკშიც კი ისევ ახალგაზრდულ იერი გექნებათ და შესაბამისად ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ.
გირჩევთ, მკურნალობის კურსის მორჩენის შემდეგ ყოველ დღე მიირთვით ჯანჯაფილის ჩაი.
როგორ მოვამზადოთ ახალგაზრდობის ელექსირი
საჭირო იგრედიენტები:
- ლიმონის წვენი 100გრ
- თაფლი 200 გრ
- ზეითუნის ზეთი 50 გრ
ინსტრუქცია:
- მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ და მიიღეთ 1 ჩ. კ. დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- მომზადებული მასის ამოწურვის შემდეგ შეისვენეთ ნახევრი წლით. ამ ხნის განმავლობაში კი მიიღეთ ჯანჯაფილის ჩაი, რომლის მომზადების რეცეპტსაც შემოგთავაზებთ.
- აიღეთ ჯანჯაფილის გახეხილი კოჭის მცირე მასა, დაახლოებით 0,5 ჩ. კ., და დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი, გემოვნების მიხედვით დაამატეთ ლიმონი ან შეგიძლიათ მიაყოლოთ ნებისმიერი ჩირი, ან მარმალადი, ან რაჰათლუკუმი, მაგრამ შაქარი არ გამოიყენოთ.
თანდათან შეგიძლიათ, გაზარდოთ ჯანჯაფილის ნორმა და ახვიდეთ 1 ჩაის კოვზზე. კარგი იქნება თუ ელექსირს მიიღებთ მარტში და ოქტომბერ-ნოემბერში.
გირჩევთ, გამოიყენოთ შემოთავაზებული რეცეპტი, მოამზადოთ ელექსირი და გარშემომყოფნი გააოცოთ თქვენი მხნეობით, მომხიბვლელობითა და თვალისმომჭრელობით.