შემოგთავაზებთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს, რომელიც თქვენი ფიგურისთვის საზიანო არ არის. შოკოლადის მუსი ხაჭოთი, მართლაც, საოცრად გემრიელია.
მუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- უცხიმო ხაჭო 300 გრ
- იოგურტი (დანამატების გარეშე) 100 გრ
- კაკაო 1,5 ს. კ.
- ჟელატინი 15 გრ
- დამატკბობელი თქვენი გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- იოგურტი, ხაჭო, დამატკბობელი და კაკაო დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ჟელატინი მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში, დაასხით 1 ჩ. ჭ. ცივი წყალი, კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 10-15 წუთი. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ. ჟელატინიანი მასა არ უნდა ადუღდეს.
- მზა ჟელატინი დაამატეთ ხაჭოიან მასას და 2 წუთის განმავლობაში თქვეფთ მიქსერით.
- ჩაასხით მუსი პატარა ფიალებში და 2-3 საათით შედეთ მაცივარში. შეგიძლიათ დაამატოთ დაჭრილი ნიგოზი ან თხილი.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!