თაფლი– ეს ტკბილი და თხევადი ოქრო, ჯანმრთელობის ნატურალური ელექსირია. მიგირთმევიათ როდესმე თაფლი ძილის წინ?
სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას თუ რა სარგებლობა მოაქვს ძილის წინ მირთმეულ თაფლს.
დაძინებამდე მიღებული თაფლი სარგებლოა ღრმა ძილისთვის. თაფლი ცნობილია თავისი დამამშვიდებელი ეფექტით, ადუნებს, გამოიმუშავებს მელატონინს-ჰორმონს, რომელიც პასუხიმგებელია მშვიდ, ჯანმრთელ ძილზე, უჯრედების შევსებაზე და ნერვული სისტემის აღდგენაზე. მიირთვით თაფლისა და გვირილის ჩაის ნარევი, დილით კი გაიღვიძეთ აბსოლუტურად ბედნიერმა ადამიანმა.
თაფლი დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში. ქიმიკოს-ბოტანიკოსმა მაიკ მაკინესმა გამოიკვლია, რომ სპორტით დაკავებული ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იყენებდნენ თაფლს დღეში 10-ჯერ მეტ ცხიმს წვავდნენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც არ მიირთმევდნენ თაფლს.
ამ დაკვირვებათა საფუძველზე მაიკმა შეიმუშავა თაფლის დიეტა, რომელიც გულისხმობდა შაქრის თაფლით ჩანაცვლებას. დიეტის მტავარი წესია ღამით ერთი კოვზი თაფლის მიღება.
თაფლი ღვიძლის მკურნალია. ჯანმრთელი ღვიძლი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაა. სწორედ, ძილის დროს სიცოცხლისათვის მთავარი ეს ორგანო აღდგება და განახლდება. ღვიძლზე გნსაკუთრებით დადებითად მოქმედებს თაფლისა და გოგრის წვენის ნარევი. ეს სამკურნალო საშუალება მიიღეთ ერთი თვის განმავლობაში და დაეხმარეთ ორგანიზმს ტოქსინების სწრაფად გამოდევნაში და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში.
თაფლი აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვით ძალებს. 1 ს. კ. თაფლისა და, იმუნური სისტემის უძლიერესი იმუნოსტიმულატორის, ნივრის კომბინაცია ბაქტერიებისა და ვირუსების საწინააღმდეგო უძლიერესი საშუალებაა. გასუფთავებულ ნიორს დაასხით თაფლი და გააჩერეთ. მომზადებული მასისი 1 ჩ. კ. მიიღეთ ყოველ დღე ძილის წინ. ეს საშუალება ეფექტურია ხველის სამკურნალოდაც.
თაფლი აღგავსებთ ენერგიით. გსურთ წამოდგეთ საწოლიდან ენერგიით სავსე და კარგი განწყობით? არ დაგავიწყდეთ თავთან დაიდგათ თაფლი და ლიმონის წვენით გაჯერებული წყალი. ერთხელ მაინც მიირთვით დაძინებამდე ეს საოცარი ნატურალური პროდუქტი. დამერწმუნეთ, ინანებთ, რომ ადრე არ იყენებდით.
გირჩევთ, გაითვალისწინოთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთლობაზე.