ჩემი მეუღლისა და შვილების საყვარელი კერძი. ხორცის ღვეზელის რეცეპტი, რომელსაც დიდხანს ვეძებდი

ხორცის ეს ღვეზელი ჩემს ოჯახში ნამდვილ ფავორიტდ იქცა, რაც მისთვის დამხასიათებელი უჩვეულო გემოსა და არომატის დამსახურებაა. ამ კერძე გიჟდება არა მხოლოდ ჩემი მეუღლე, არამედ შვილებიც კი.

მოამზადეთ მარტივი ინსტრუქციით ხორცის ღვეზელი და გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებს უგემრიელესი კერძით!

საჭირო იგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი 0,5 ჩ. კ.
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • კეფირი 1 ჩ. ჭ.
  • სოდა 0,5 ჩ. კ.
  • გატარებული ხორცი 300 გრ
  • ხახვი 2-3 თავი (კუბიკებად დაჭრილი)
  • მარილი და შავი პიმპილი გემოვნებით

მომზადების წესები:

  1. კეფირს დაამატეთ სოდა და გააჩერეთ 5 წუთი.
  2. შემდეგ დაამატეთ მოცემული იგრედიენტები და აურიეთ.
  3. შიგთავსს დაამატეთ თქვენთვის სანელებლები, ხახვი, ნიორი გემოვნებით.
  4. ცომის ნახევარი მოათავსეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ  საცხობ ფორმაში.
  5. შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ შიგთავსი და გადააფარეთ ცომის დარჩენილი ნაწილი.
  6. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 40 წუთის განმავლობაში.

მოამზადეთ უგემრიელესი ღვეზელი და თქვენს საყვარელ ადამიანებს გაუმასპინძლდით. გემრიელად მიირთვით!