ფხვიერი ცომის მარტივი რეცეპტი, რომელიც საუკეთესოა ორცხობილების მოსამზადებლად

283

შემოგთავაზებთ ფხვიერი ცომის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ უგემრიელესი ორცხობილების ძალიან სწრაფად და მარტივად მომზადებას.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 250 გრ
  • გამაფხვიერებელი ჩაის კოვზამდე
  • ვანილის ექსტრაქტი 2 ჩ. კ.
  • მარილი ნახევარ ჩაის კოვზამდე
  • კარაქი 250 გრ
  • შაქარი 150 გრ

მომზადების წესი:

  1. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დაიწყეთ ცომის მომზადება.
  2. დარბილებულ კარაქს დაამატეთ შაქარი, ვანილის ექსტრაქტი და 1-2 წუთის განმავლობაში ათქვიფეთ მიქსერით. თუ კარაქს ჩაანაცვლებთ მცენარეული მარგანინით, მოამზადებთ სამარხვო ორცხობილებს.
  3. გაცრილს ფქვილს შეურიეთ მარილი, გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა შეაზილეთ კარაქიან მასას.
  4. მზა ცომი გაყავით ორ ნაწილად და თითოეული გუნდა დაამრგვალეთ ისე, რომ მიიღოთ ძეხვის ფორმის გუნდები.
  5. შემდეგ დაჭერით 5-6 მმ სისქის ნაჭრებად და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. ორცხობილებს შორის დატოვეთ მანძილი.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
  7. მოცემული რეცეპტით შეძლებთ უგემრიელესი ორცხობილების მომზადებას, მაგრამ კიდევ უფრო გააგემრიელებთ მათ სხვადასხვა დანამატებით. ეს შეიძლება იყოს ცუკატები, თქვენთვის სასურველი კენკრა ან კარამელი.

შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს:

1. შოკოლადის ორცხობილები ზღვის მარილით

დაგჭირდებათ 300 გრ შოკოლადი და ზემოდან მოსაყრელად ზღვის მსხვილი მარილი. 100 გრ შოკოლადი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, შეურიეთ მომზადებულ ცომს და დაჭერით ზემოთ მოცემული წესის მიხედვით.

200 გრ შოკოლადი დატეხეთ და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. გამდნარ შოკოლადში ნახევრამდე ჩაყავით დაჭრილი ცომები. შავ-თეთრი ორცხობილები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით გამოაცხვეთ.

2. ხილისა და თხილის ორცხობილა

უგემრიელესი ორცხობილების მოსამზადებლად ფხვიერ ცომს ამატებთ  ნახევარ ჭიქა დაჭრილ და მოხალულ ნიგოზს და ნახევარ ჭიქა წვრილად დაჭრილ თქვენთვის სასურველ ჩირს.

3. ლიმონის ორცხობილები

ცომს დაამატეთ 1,5 ს. კ. ლიმონის ცედრა, გაყავით ორ ნაწილად, სამუშაო ზედაპირზე მოაყარეთ ყავისფერი შაქარი. ცომის თითოეული გუნდა დაამრგვალეთ ყავისფერ შაქარში და დაჭერით ზემოთ მოცემული წესის მიხედვით.

ფხვიერი ცომი შეგიძლიათ მუდმივად გქონდეთ საყინულეში და საჭიროების მიხედვით გამოიყენოთ. შეურიეთ თქვენთვის სასურველი დანამატები, მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!