
ეს უძლიერესი ნარევი კუჭში არსებული საშიში ბაქტერიების გამნადგურებელია. ლეღვი ზეითუნის ზეთში საოცარი საშუალება და საუკეთესო ანტიბიოტიკია. ნარევი უმარტივესი მოსამზადებელია.
ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება კუჭში არსებული ბაქტერიებით. მათგან თავის დაღწევა საკმაოდ ძნელია და მრავალი სხვა დაავადების გამომწვევიც.
ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ ბუნებრივი და ეფექტური საშუალება, რომლის შემადგენლობაში მხოლოდ ორი იგრედიენტი შედის: ლეღვი და ზეითუნის ზეთი.
ექსპერტების აზრით, ლეღვი მრავალი დაავადების სამკურნალოდ ეფექტური საშუალებაა. მაგალითად, როგორიცაა, ყაბზობა, ქოლესტერინი, ანემია, ბრონქიტი, ბუასილი, კუჭის პრობლემები და აგრეთვე უნაყოფობა.
ლეღვი გაჯერებულია კალციუმით. მისი მიღება რეკომენდებულია რძის ნაწარმზე ალერგიის მქონე ადამიანთათვის.
ლეღვს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი, რადგან იგი მდიდარია საკვები ბოჭკოებით. ამასთანავე ლეღვი მდიდარია კალიუმით, ომეგა 3-ით, ომეგა 6-ით, რომლებიც დაგეხმარებათ არტერიული წნევის დარეგულირებაში და აგაცილებთ გულის იშემიურ დაავადებებს.
ლეღვი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც გაგიუმჯობესებთ კანის მდგომარეობას.
სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების, ლეღვის ჩირისა და ზეითუნის ზეთის ნარევის რეცეპტს.
საჭირო იგრედიენტები:
- ლეღვის ჩირი 40 ცალი
- ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
- ლეღვის ჩირი ჩააწყვეთ ქილაში და დაასხით ზეითუნის ზეთი. ქილა გაავსეთ პირამდე. მომზადებული საშუალება დააყოვნეთ 40 დღე, რადგან ლეღვმა შეიწოვოს რაც შეიძლება მეტი ზეთი.
- 40 დღის შემდეგ ყოველი ჭამის წინ მიირთვით 1 ცალი ლეღვი. ძალიან მოკლე დროში შეამჩნევთ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.