კვების მენიუ, რომელიც გაგიძლიერებთ ძველბსა და სახსრებს

სტატიაში შემოგთავაზებთ სწორი კვების რეჟიმს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ძვლებისა და სახსრების აღდგენას.

თუ სახსრებთან და საყრდენ მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები თქვენთვის კარგად არის ნაცნობი, გირჩევთ, შეიტანოთ ცვლილებები კვების რაციონში და იხლემძღვანელოთ დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაციით.

გამწმენდი დიეტა

უზმოზე მიიღეთ: 1 ჩ. ჭ. თბილი წყლის, 1 ჩ. კ. ლიმონის წვენისა და 1 ს. კ. ზეითუნის ზეთის ნარევი.

საუზმეზე მიირთვით: ყურძენი ან კენკრა (დაახ. 1 ჩ.ჭ.), ან მწვანე ჩაი, მარწყვი და კივი (1 ჩ.ჭ.), ან ატამი (1 ჩ.ჭ.) და ნუში (2 ს.კ.). ფინჯანი შვრიის ფაფა მწვანე ვაშლით კიდევ ერთი არაჩვეულებრივი არჩევანია.

აირჩიეთ სასურველი პროდუქტები და მიირთვით გემრიელი და სასარგებლო საუზმე.

სადილი: გამომცხვარი ბადრიჯანი (შეგიძლიათ მოამზადოთ უცხიმოდ ღუმელში), ბროკოლი, სტაფილო ყავისფერი ბრინჯით, პომიდორი, კომბოსტასა და კიტრის სალათა, ისპანახი, გოგრის თესლი.

სამხარი: ავოკადოს სალათი, სალათის ფოთლებით, უმი ბროკოლით, სეზამის მარცვლებითა და ნუშით, ან ჭარხალი და ომლეტი ნივრით.

რეკონსტრუქციული დიეტა

ქვემოთ შემოთავაზებული დიეტის წყალობით შეძლებთ ძვლებისა და სახსრების აღდგენასა და გაძლიერებას:

  • გამომცხვარი თევზი პომიდვრით.
  • ოსპის წვნიანი სტაფილოთი.
  • ქათმის ფილე ბოსტნეულით.
  • გამომცხვარი ორაგული ლიმონისა და პიმპილის სოუსით.
  • კვერცხი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულით.
  • პომიდორი, ინადურის ფარში.

იხილეთ სასარგებლო რჩევები, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ ძვლებისათვის ჯანმრთელობისა და სიძლიერის შენარჩუნებას:

  • დაიმახსოვრეთ, უარი თქვით გაზიანი სასმელებზე და ნახევარფაბრკატებზე.
  • დღის განმავლობაში მიიღეთ 2 ლიტრამდე წყალი.
  • მიირთვით C ვიტამინით მდიდარი ხილი.
  • თუ თქვენ სახსრებისა და ძვლების პრობლემები გაქვთ შეარჩიეთ ზომიერი ვარჯიშები, რადგან ინტენსიურმა დატვირთვამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ უმჯობესია სიარული, ცეკვა, ცურვა, ისეირნეთ ველოსიპედით. მოძრაობა უნდა იყოს სახალისო!

დაუშვებელია ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების დიდი რაოდენობით გამოყენება. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი წამალი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც საბოლოოდ კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეგიქმნით და ზიანს მოგაყენებთ.