ხაჭოს ჰაეროვანი ნამცხვარი ფქვილისა და მანის გარეშე

შეუდარებელი კულინარი ხართ, თავს იწონებთ თქვენ მიერ შექმნილი პატარ-პატარა საოცრებებით და ანებივრებთ ოჯახის წევრებს.

ამჯერად, შემოგთავაზებთ უგემრიელეს, უნაზეს, ხაჭოს ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც თქვენს ოჯახურ თავყრილობებს კიდევ უფრო დაამშვენებს.

საჭირო იგრედიენტები:

  • ხაჭო 500 გრ
  • კარაქი 30 გრ
  • კვერცხი 4-5
  • შაქარი 2/3 ჩ. ჭ.
  • ქიშმიში
  • გარგრის ჩირი
  • ვანილი
  • გამომშრალი ფუნთუშის რამდენიმე ნაჭერი

მომზადების წესები:

  1. ხაჭო დააბლენდერეთ, აურიეთ კვერცხი, შაქარი და ვანილი.
  2. დაამატეთ ქიშმიში, დაჭრილი გარგრის ჩირი და კარგად აურიეთ.
  3. საცხობ ფირფიტას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა.
  4. მომზადებული მასა თანაბრად გაანაწილეთ საცხობ ყალიბში და ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა.
  5. გამოაცხვეთ 150-160 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. გამორთეთ ღუმელი და ნამცხვარი 5 წუთის შემდეგ გამოიღეთ.

მიირთვით უგემრიელესი ხაჭოს ნამცხვარი და ისიამოვნეთ.