
ქუსლებს განსაკუთრებული მოვლა და ზრუნვა სჭირდება, რადგან ამ ადგილებში კანი ძალიან მშრალია და მგრძნობიარეა სოკოებისა და ბაქტერიების მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები და სხვადასხვა დაავადებები.
საბედნიეროდ, არსებობს მკურნალობის ბევრი მეთოდი და საშინაო საშუალებები, რომელთაც შეუძლია კანის დატენიანება და მთელი რიგი გართულებების აცილება.
სტატიაში შემოგათავაზებთ საშინაო პორობებში მომზადებულ, ნატურალურ ინგრეიდიენტებით გაჯერებულ საშუალებათა რეცეპტებს.
1. ავოკადოსა და თაფლის მალამო
ცხიმოვანი მჟავებისა და E ვიტამინის შემცველობის წყალობით საშინაო პირობებში მომზადებული ეს მალამო ერთ-ერთი საუკეთესოა კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად.
საჭირო ინგრედიენტები:
- მწიფე ავოკადო 1 ცალი
- თაფლი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მწიფე ავოკადოს რბილობი დაჭყლიტეთ, დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
- მალამო შეიზილეთ ქუსლებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. შემდეგ ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ .
- პროცედურები გაიმეორეთ კვირაში სამჯერ.
2. შიისა და ქოქოსის კარაქის მალამოები
შიისა და ქოქოსის კარაქები საუკეთესო დამატენიანებელი და აღმდგენი საშუალებებია. განსაკუთრებით ეფექტურია ქუსლების გამომშრალი კანისთვის. მათი ცხიმოვნი მჟავები არბილებს კოჟრებს და კანის ინფექციების გამომწვევი მიკროორგანიზმებისთვის ქმნის დამცავ ბარიერს.
საჭირო ინგრედიენტები:
- შიის კარაქი 100 გრ
- ქოქოსის კარაქი 50 გრ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
შიის კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ ქოქოსის კარაქი და ისიც გაადნეთ. კარგად აურიეთ. მომზადებული ნაზავი გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. მალამო დაიტანეთ ქუსლებზე და დაიტოვეთ, არ დიბანოთ. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს.
3. ბანანისა და E ვიტამინის მალამო
ბანანი ერთ-ერთი საუკეთესო ხილია, რომელიც უზრუნვეყოფს კანის დატენიანებას. მის მოქმედებას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებთ E ვიტამინის ზეთთან კომბინაციით.
საჭორო ინგრედიენტები:
- მწიფე ბანანი 1 ცალი
- E ვიტამინის 1 კაფსულა
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. მალამო დაიტანეთ ქუსლებზე და გაიჩერეთ 30 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით და ამოიცვით წინდები. მალამო გამოიყენეთ ყოველ დღე, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.
4. ვაზელინისა და გლიცერინის მალამო
ვაზელინი არის ზეთოვანი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ზეთების შევსებას. ვაზელინისა და გლიცერინის კომბინაცია ეფექტურად ატენიანებს ქუსლების გამომშრალ კანს, აფერხებს ნახეთქებისა და კოჟრების გაჩენას.
საჭირო ინგრედიენტები:
- ვაზელინი 2 ს. კ. (დაახლოებით 40 გრ)
- გლიცერინი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ.
- მალამო დაიტანეთ ქუსლებზე და კარგად შეიზილეთ.
- პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ უმარტივესი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.