უძველესი და საიდუმლო რეცეპტი უნიკალური საშუალებისა, რომელიც აჩერებს გამელოტებას და დაუჯერებლად სწრაფად ზრდის თმას
ჯანჯაფილის ფხვნილი მდიდარია მინერალებითა და ეთერზეთებით. მას შეუძლია თმა გახადოს დამყოლი, დაარბილოს და მიანჭოს მბზინვარება. ის ქერტლის, სიმშრალისა და ქავილის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. ეს ნატურალური პროდუქტი გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებებით.
ქოქოსის ზეთი მდიდარია ანტისეპტიკური თვისებებით, ლაურინის მჟავით და საშუალო ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ამაგრებს თმას, კურნავს კანს და ხელს უწყობს თმის ამოსვლას.
შავი ძირის თესლი ანთების, სოკოს, ვირუსებისა და ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალებაა. ის ეფექტურად მოქმედებს კანის უჯრედებზე და ასწრაფებს თმის ზრდას.
ჭინჭარი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინსა და ანტიოქსიდანტებს. ის ხელს უწყობს თმის ფოლიკულის აღდგენას და ააქტიურებს თმის გაზრდის პროცესს.
შემოგთავაზებთ ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული საშუალების რეცეპტს
საჭირო იგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 150 მლ (შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთიც)
- გამხმარი ჭინჭრის ფხვნილი 1 ს. კ.
- 1 ს.კ. დაფქული უცხო სუნელი
- ჯანჯაფილის ფხვნილი 1 ს. კ.
- შავი ძირა 1 ს. კ.
- თაფლი 2 ს. კ.
მომზადების წესი:
ორთქლის აბაზანაზე შეათბეთ ქოქოსის ზეთი, შემდეგ დაამატეთ დანარჩენი იგრედიენტები და კარგად აურიეთ. თქვენი ჯადოსნური საშუალება მზადაა.
მალამო გადაიტანეთ ჰერმენტულად დახურულ მინის ჭურჭელში. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად გამოყენებამდე მალამო შეათბეთ, დაიტანეთ თავის კანზე და ხელის წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილეთ, დაიხურეთ ცელოფანი ან აბაზანის ქუდი, შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ 3 საათი, შემდეგ კი ჩვეულებრივად დაიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 1-2-ჯერ.
ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ უძლიერესი საშინაო საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.