ასაკთან ერთად იმატებს დისკომფორტი, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია კუნთების დაზიანებასთან, ლიგატებისა და ხრტილის ცვეთასთან. ამიტომ დროულად უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე. გა
ითვალისწინეთ, რომ კუნთებისა და სახსრების აღდგენა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში. საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალები, რომელთა წყალობითაც მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
შემოგთავზებთ სასმელის რეცეპტს, რომელიც წლებია უკვე გამოიყენება სახსრების სამკურნალოდ.
სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ს. კ. გახეხილი ჯანჯაფილი
- 250 მლ წყალი
- 2 ს. კ. თაფლი
- 1 ს. კ. დარიჩინი
მომზადების წესი:
ფინჯანში ჩაყარეთ გახეხილი ჯანჯაფილი და დარიჩინი, დაასხით ადუღებული წყალი, ფინჯანს დაახურეთ თავზე და დააყოვნეთ 15 წუთი. შემდეგ გადაწეურეთ და ნაყენი დაატკბეთ თფლით. სასმელი გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. სამკურნალო საშუალება მიიღეთ ტკივილების აღმოფხვრამდე დღეში 2-ჯერ თითო-თითო ჩაის კოვზი. გისურვებთ ჯანმრთელობას